Apple ქმნის Safari-ს გაფართოებების გალერეას
Apple-ი გეგმავს შექმნას საფარის გაფართოებების გალერეა, მასში თავისი ნამუშევრის დამატება ყველას შეუძლია ამ გვერდზე.
Apple-ი გეგმავს შექმნას საფარის გაფართოებების გალერეა, მასში თავისი ნამუშევრის დამატება ყველას შეუძლია ამ გვერდზე.
ამასწინათ გამოსულ Safari 5-ში გაჩნდა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობა. ჯერ-ერთი, კლავიშთა კომბონაციაზე cmd+z დაჭერით გაიხსნება ბოლოს დახურული ჩანართი. ძალიან მოსახერხებელია, ჩანართის შემთხვევით დახურვისას. მეორეც, გირჩევთ დააყელოთ გაფართოება SafariRestore, რომლის დანიშნულებაა — Safari-ის ბოლო სესიის აღდგენა. დავუშვათ გაშვებული გქონდათ 10 ჩანართი და მოგიწიათ საფარის დახურვა გადატვირთვის მიზნით. საფარის ხელახლა გაშვების შემდეგ დაინახავთ არა ცარიელ გვერდს, არამედ იმ 10 … Read more
ვინ თქვა ბევრი დრო დასჭირდებაო საფარისათვის ახალი გაფართოებების დაწერა? აგერ, ა შეიქნა რესურსი, სადაც თავმოყრილია ბევრი საინტერესო და საჭირო გაფართოება: http://safariextensions.tumblr.com/ მე უკვე ორი დავაყენე ჩემთან: GMail ანგარიშის შემოწმება და ბლოგში სტატიების დასამატებელი გაფართოებები.
საინტერესოა, რომ 7 ივნისის პრეზენტაციის ერთ-ერთ მთავარ სიახლეზე — მეხუთე ვერსიის ბრაუზერზე Safari — სტივ ჯობს უბრალოდ დრო აღარ დარჩა. არადა ამ ახალ ვერსიაში სიახლეები თავზე საყრელია. „Safari აგრეძლებს პირველი პოზიციების შენარჩუნებას წარმადობაში, ინოვაციებში და სტანდარტების ხმარდაჭერაში“, აცხადებს ფილ შილერი, ეფლის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში. „დღეს Safari მუშაობს 200 მილიონ მოწყობილობაზე მთელ მსოფლიოში, ხოლო მისი ღია … Read more
ფრანგული რესურსი MacGeneration-ი ზოგიერთ დეველოპერზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ მალე გამოვა ეფლის ბრაუზერის ახალი ვერსია, მეხუთე. საიტის ინფორმაციით ეს მოხდება ხვალ, WWDC-ზე. სიახლეებს შორისაა: ახალი ფუქნცია Reader ვებ-საიტების უფრო მოხერხებულად სანახავად. JavaScript-ის წარმადობა მომატებულია 25%-ით. საძიებო სისტემების სიაში დამატებულია Bing-ი. გაუმჯობესებულია HTML5-ის მხარდაჭერა — GeoLocation, Fullscreen, HTML5-ვიდეო, WebSocket, AJAX history, Forms Validation და სხვა. ახალი პანელი … Read more
ჯონ გრუბერმა, რომელიც ცნობილია ზუსტი პროგნოზებით Apple-ის სამყაროდან, ამჯერად თავისი მზერა მიაპყრო Safari-ს. „ყოველდღიურ ბრაუზერად ვიყენებ WebKit-ის ღამეულ ანაწყობებს, მაგრამ Chrome-ი კარგია და მე მინდა მას მეორე შანსი მივცე. Safari-ს უკვე კარგა ხანია სჭირდება ბოლო სესიის განმავლობაში დახურული გვერდების ხელახალი გახსნის ფუნქცია. ეს სიგიჟეა, რომ ბრაუზერი ისევე იქცევა, როგორც შორეულ 1993 წელს Mosaic-ი. მე ვიცი, … Read more
სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ: — როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით? ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო: — მალე. ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, … Read more
მარტივი ხრიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ თქვენი ბრაუზერის Safari ჩამოტვირთების მმართველის შესაძლებლობები. კერძოდ, თუ გჭირდებათ ერთდროულად რამდინემა ფაილის გადმოტვირთვა, საკმარისია ერთდროულად მონიშნოთ რამდენიმე ბმული ერთდროულად. შედეგად დაიწყება თითოეული მათგანის გადმოტვირთვა:
კომპანიამ Net Applications გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხლება ოს-ებს და ბრაუზერებს. ამ მონაცემების მიხედვით Mac-ის საბაზრო წილი შეადგენდა 7,94%-ს. თუმცა აბსოლუტირად ობიექტურს ამ მონაცემებს ვერ დავარქმევთ, ვინაიდან ისინი დაფუძნებულია კომპიუტერების ვებ-გვერდების დათვალიერებისათვის გამოყენების სტატისტსიკაზე, მეტნაკლები წარმოდგენა მაინც შეგვექმნება ბაზრის ტენდეციებზე. კომაპნიის განცხადებით, მომხმარებელთა 73% сიყენებს ვებ-ბრაუზერს Microsoft Internet Explorer, მეორე ადგილზეა Mozilla … Read more
Apple-მა გამოუშვა ვებ-ბრაუზერის Safari განახლება რომელიც აღმოფხვრის უსაფრთხოების ზოგიერთ პრობლემებს. ბრაუზერის ახალ ვერსიაში, Safari 3.1.2, გასწორებულია უზუსტობები, რომლებსაც მივყავდით ზოგიერთი წყაროს გაშვებისას. აგრეთვე გასწორებულია უწესროგობა, რომელიც ჰაკერს საშუალებას აძლევდა შეექმნა BMP ან GIF, ფაილი და მისი საშუალებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით მიეღო წვდომა კონფიდენციალურ მონაცემებთან. Safari 3.1.2 გამოვიდა ორ ვერსიაში — Mac OS X 10.4.11 Tiger და Microsoft … Read more