ისევ ფისოს შესახებ

ვიცი რომ დაგპირდით ჩემი პირადი მიმოხილვის მომზადებას Snow Leopard-ის შესახებ. მაგრამ ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჩემს გარშემო განვითარებული ფანტასტრიურად მაგარი ამბების გამო (თუ რა, ზუსტად 2 დღეში მოგახსენებთ) ეს ვერ მოხერხდა. ბოდიშს გიხდით, ვინც ელოდით მიმოხილვას და პირობას გაძლევთ რომ ის აუცილებლად დაიწერება!

რა არის „64 ბიტი“ Snow Leopard-ში?

ბოლო დროს ქსელში დიდი გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ირბისის რომელი ნაწილი მუშაობს 64-ბიტიან რეჟიმში და რომელი – 32-ბიტიანში. წერენ , რომ ირბისში მაკების უმრავლესობა იტვირთება 32 ბიტიან რეჟიმში და თუ როგორი საშინელებაა ეს მთელი კაცობრიობისათვის. ამის გარდა, მაკების ბევრი მოდელის EFI (Extensible Firmware Interface, BIOS-ის ანალოგი), არ უზრუნველყოფს 64-ბიტიან რეჟიმს. ამ ყველაფერს არეულობა შეაქვს მომხმარებელთა … Read more

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 3

ტესტები ტესტებს შორის, რომლებშიც ირბისმა აჯობა ლეოპარდს, იყო დამარქაფების (ირბისი საშუალოდ 32%-ით უფრო სწრაფი იყო), გამორთვ ის, ვიდეოს H.264 ფორმატში კოდირების, PDF დოკუმენტების დათვალიერების, JavaScript-ბენჩმარკის Sunspider-ის, 2 გბ საქაღალდის დაარქივების, iPhoto-ში ფოტოების იმპორტის და Pages-ში დოკუმენტების გადაფურცვლის ტესტები. კიდევ ორ სხვა ტესტში უკეთესი აღმოჩნდა ლეოპარდი, ხოლო დანარჩენ ტესტებში შედეგები პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა. ჩემს მიერ ირბისის … Read more

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 2

დღეს გთავაზობთ გუშინ დაწყებული სტატიის მეორე ნაწილს. ხვალ ბოლო, მესამე ნაწილი იქნება ცვლილებები აპლიკაციებში Mac OS X-თან ერთად მომხმარებელი იღებს ორმოცდაათამდე დიდ და პატარა აპლიკაციას და სამარჯვს, რომლებიც ქმნიან მაკის მომხმარებელთა გამოცდილების საფუძველს (Mac user experience). თუ თქვენ გაქვთ საყვარელი პროგრამა, ნამდვილად შეამჩნევთ მცირე, მაგრამ ცვლილებას. ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა Preview-მ, უნივერსალურმა სამარჯვმა სურათების და … Read more

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 1

2009 წლის 28 აგვისტოს ეფლმა გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია – Mac OS X 10.6 Snow Leopard-ი. ჩემს მიერ ოფიციალურად შეძენილი დისკი (რომელიც 24.99 დოლარი დამიჯდა ამაზონზე) მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაღწევს თბილისში, მანამდე გთავაზობთ Macworld-ის დეტალურ და ზუსტ მიმოხილვას. ბოლო ათწლეული ეფლმა მიუძღვნა თავისი ოპერაციული სისტემის, Mac OS X-ის შექმნა/გაუმჯობესებას, გააერთიანა რა კლასიკური Mac … Read more

Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის მიმოხილვა

მაშ ასე, უკვე კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეფლმა გახსნა რა WWDC-ი, წარმოგვიდგინა არა მარტო უფრო იაფი მაკები, ახალი iPhone 3GS, არამედ პრაქტიკულად დასრულებული Mac OS X 10.6, კოდური სახელწოდებით Snow Leoaprd (ქართულად ამ ცხოველს ირბისი ჰქვია. მართალია არ შეიძლება სავაჭრო ნიშნების თარგმნა, უბრალოდ მოფერებით ვეძახი :)). ერთი წლის წინ წარმოდენილი, იგი გაიზარდა, მოემატა … Read more

Snow Leopard: აპარატული მოთხოვნები

Snow Leopard-ზე, იგივე ირბისზე დღეს ყველა საუბრობს. ჩვეულებრივი მომხმარებელი ალბათ დაფიქრდება პირველ რიგში შემდეგზე: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალი ოს-ი გაეშვას მის მაკზე. სპეციფიკაციაში ნათქვამია, რომ ახალ ვერსიაში განცხადებულია OpenCL ტექნოლოგიის და 64-თანრიგიანი გაანგარიშებების სრული მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენებენ სისტემის გამოთვლით სიმძლავრებს სრული დატვირთვით. OpenCL, საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ გრაფიკული … Read more

რა საერთოა OS 10.6-სა და OS 8.5-ს შორის?

შემოდგომაზე ღირშესანიშნავი ამბავი მოხდება. თუმცა, ეს ფაქტი იმდენად ღირშესანიშნავი არაა iMac-ის და MacBook-ის მფლობელებისათვის, როგორც ახალი ოს-ის დაყენება. საქმე იმაშია, რომ ირბისი, Mac OS-ის ახალი ვერსია, ისევე როგორც თავის დროზე Mac OS 8.5, თავისი გამოსვლით აღნიშნავს წინა თაობის პროცესორების საბოლოო დასამარებას. როგორც 1998 წელს, როდესაც ეფლი დაემშვიდობა 680×0 ტიპის პროცესროს, ასევე ეხლაც სამუდამოდ წყდება PowerPC პროცესორის … Read more