Tag: Snow Leopard

  • პრეზენტაციის შემდეგ

    გუშინ, WWDC-ის კონფერენციაზე Apple-მა მოახერხა თითქმის შეუძლებელი, გაახარა ყველა — მაკის მომხმარებლებიც, აჩვენა რა ახალი ოპერაციული სისტემა, აიფონის ფანებიც — კიდევ ერთხელ მოგვიყვა ახალი შესაძლებლობების შესახებ. აპოგეად იქცა აიფონის ახალი მოდელის წარმოდგენა — iPhone 3G S, რითაც ბოლომდე გაგვთიშა ყველა!

    მხოლოდ ისინი დავრჩით გულნაკლულები, ვინც ბოლო მომენატმდე ველოდებოდით სტივ ჯობსის გამოჩნეას სცენაზე – როგორც ცნობილია, ის მკურნალობს ივნისის ბოლომდე და სავარაუდოდ გამოჩნდება რომელიმე Special Event-ზე, რაიმე კიდევ უფრო ახალი და მაგარი პროდუქტის პრეზენტაციით.

    შევეცდები ზოგოერთი აზრი მოგახსენოთ გუშნდელი ანონსების შესახებ – დეტალურად ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვინაიდან ეფლის საიტზე ყველაფერი ისედაც შესაანიშნავადაა დაწერილი და დახატული.

    მივყვეთ თანმიმდევრობით.

    განახლებული პორტატული კომპიუტერები

    როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეფლმა გამოუშვა ახალი მოდელი გამჯობესებული აკუმულატორით. ამიერიდან კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გამიჩნდა რომ მალე შევიძნო ახალი მოდელი, თუმცა 2010 წლის ბოლომდე ამას ვერ გავაკეთებ ოჯახის ბიუჯეტის გაჩნაგების გარეშე :)

    ახალ მოდელებს დაემატა ქარდ-რიდერი, რომელიც პირადად მე არაფერში მარგია, მაგრამ ბევრი მომხმარებელი მოითხოვდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პროფესიული კამერების უმეტესობა იყენებს ბარათებს CF ფორმატში, ასე რომ ეს ნაბიჯი პირველ რიგში რიგით მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც იყენებენ იაფფასიან „სასაპნეებს“ და ნახევრად პროფესიულ კამერებს.

    კიდევ ერთი სერიოზული ცვლილება ეხება სამოდელო ხაზსს. ამიერიდან MacBook-ი არის მხოლოდ ერთი მოდელი, პლასტმასის თეთრი ფერის, ხოლო ყველა ალუმინის კორპუსიანი გახდა პრო ვერსიის 13”-დან 17”-ის ჩათვლით. ამის გარდა ფასების დაწევამ თითქმის ყველა მოდელზე ფანტასტიური საჩუქარი იყო თითოეული ჩვენგანისათვის (ხანდახან კრიზისიც სასარგებლოა ;)). ისე, საინეტრესოა, ეს საპასუხო ნაბიჯი ეყო მაიკროსოფტის სარეკლამო რგოლებზე, სადაც ის ეფლს კბენდა მაღალი ფასების გამო?

    ირბისი

    ირბისთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო დაიწყება მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მის გამოყენებას დაიწყებენ. მარტო Finder-ის Cocoa-ზე გადაწერა რად ღირს!

    Exchange-ის მხარდაჭერა, 64-ბიტიანი გაანგარიშებები, OpenCL, ახალი QuickTime-მი – ყველაფერი ეს სამომავლო ზრდის საფუძელს წარმოადგენს. ხოლო წყაროს დამატებითი გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია კიდევ უფრო სწრაფსა და მოხმერხებულს გახდის ირბისის გამოყენებას. თუმცა, გუშინ არაფერი თქმულა უსაფრთხოების მატებაზე, იმედს ვიტოვებთ რომ ამაში მაგარი ქინება ეფლი.

    როგორც იქნა Apple-მა გამოაცხადა, თუ როდის გამოვა ირბისი და რა ეღირება. სექტემბერში ვიხილავთ მას. ფასი როგორც ყოველთვის იქნება 129 დოლარი. ხოლო ლეოპარდის ოფიციალური მფლობელებისათვის განახლება… 29 დოლარი. ძალიან ბევრ ასლს გაყიდის სტივიკო, ასე მგონია მე. ერთ-ერთს მე რომ ვიყიდი, ეს უეჭველია!

    iPhone OS 3.0

    აიფონის ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია მარტის პრეზენტაციის გადამღერება იყო – ეს ყველაფერი ვიცოდით და ცოტა მთქნარებაც აგვიტყდა. სიახლეები, რომლებიც მარტში არ უთქვამთ: ტელეფონში მონაცემების დისტანციური წაშლა აპარატის დაკარგვის შემთხვევაში, დაკარგულ ტელეფონზე გზავნილის გაგზავნა.

    მაყურებლებს ძალიან მოეწონათ გუშინ ახალი ფუქნცია – ტელეფონის რუკაზე აღმოჩენის შესაძლებლობა – MobileMe-ს ხელმომწერები შეძლებენ რუქაზე იხილონ დაკარგული ტელეფონი.

    გუშნდელი დღის მთავარი სიახლე – ახალი მიკროკოდი 17 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი უფასოდ ტელეფონის მფლობელებისათვის, ხოლო მცირე ფასად iPod Touch-ისათვის.

    iPhone 3G S

    და რათქმუნდა ჩაროზად ეფლმა დაგვიტოვა ახალი ტელეფონოს წარმოდგენა, რასაც სიმართლე გითხრათ არავინ ელოდა. როგორც დასახელებიდან ჩანს, ახალი ტელეფონი იქნება სუპერსწრაფი (S ნიშნავს Speed-ს). აპარატში მოიმატა წარმადობამ (ახალი პროცესორი, დამატებითი ოპერატიული მეხსიერება), თუმცა გარედან დიზაინი არ შეცვლილა. ასევე დაემატა ახალი კამერა, 3 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსით, ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

    ამის გარდა დაამატეს ციფრული კომპასი, Nike+ მხარდაჭერა, ხმოვანი მართვა, ფრიად გააუმჯობესეს აკუმულატორი – მაიერიდან ტელეფონი საშუალებას გაძლევთ ინტერნეტში იხეტიალოთ 9 საათის განმავლობაში, ან 10 საათი უყუროთ ვიდეოს, 12 საათი ილაქლაქოთ ტელეფონით. ფასი, როგორც ყოველთვის აშშ-ში უცვლელია – 199 დოლარი 16 გიგაბაიტიანი ვერსია და 299 32 გიგაბაიტიანი.

    სხვათაშორის, ახლანდელი iPhone 3G არსად არ გამქარალა. მისმა ფასმა დაიკლო და გახდა 99 დოლარი.

    მოკლედ, ფრიად დატვირთული პრეზენტაცია იყო, უმრავი სიახლე მივიღეთ. კარგა ხანია ასეთი პრეზენტაცია არ მინახავს ეფლისაგან. პატარა იმედგაცრუება დამრჩა სტივის გამო, ველოდი მის გამოჩენას თუნდაც 5 წუთით :(

    მაგრამ წინ ივნისის ბოლოა ;), როდესაც სტივი ფირმაში დაბრუნდება. აი მერე ვნახოთ! ;)

  • ირბისის გამოსვლა

    ხშირად მისვამენ კითხვას (ფორუმზეც ხშირად ისმის ეს კითხვა) – გამოვა თუ არა ამ ზაფხულს Snow Leopard-ი (ირბისი), Mac OS X-ის ახალი ვერსია? სიტუაციას ამძაფრებს WWDC კონფერენცია,რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩატარდება სან-ფრანცისკოში – ამ კონფერენციაზე როგორც წესი ხდება ახალი პროდუქტების წარმოდგენა.

    რატომღაც ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ივნისში საბოლოო ვერსია გამოვა. იმედები უნდა გაგიცრუოთ მეგობრებო, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება final developer release Snow Leopard.

    Apple-მა დიდი ხანია განაცხადა, რომ ირბისი (მისი ნომერი სავარაუდოდ იქნება 10.6) ევოლუციური პროდუქტი იქნება. ლეოპარდში ბევრი ნოვაცია იქნა ჩადებული. ეხლა მოვიდა დრო, რათა ყველაფერი ერთიან ნიშნულზე მივიდეს. ამიტომაც რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, ძირითადში ქვედა დონეზე იქნება სიახლეები და არა სამომხმარებლო დონეზე. დადის ხმები, რომ მომხმარებლებისათვის ყველაზე შესამჩნევი მომენტი იქნება აპლიკაციების ინტერფეისის უნიფიკაცია, ვინაიდან 200 წელს Aqua-ს გამოსვლის დღიდან დაგროვდა სტილების რაღაც რაოდენობა, ერთმანეთთან შეუსაბამო. ვფიქრობთ, ამ ყველაფრის უნიფიკაცია სწორედ რომ ირბისში მოხდება. ეხლა ვადებს რაც შეეხება. ვფიქრობ, ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ირბისის არაფინალური ვერსია, არამედ დეველოპერების ვერსია, რომელშიც უკვე იქნება ჩამოყალიბებული ახალი ფუქნციების სრული ნუსხა. ყველა დეველოპერი რათქმაუნდა მიიღებს დისკს ამ ვერსიით, ასე რომ რამდენიმე დღეში ტორენტებზე დაიყრება. ამის შემდეგ დაიწყება მზადება რელიზისათვის – დეველოპერები დაიწყებენ ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, თავიანთი აპლიკაციების განახლებას, ინტერფეისის განახლებას, ხოლო Apple-ი თავის მხრივ დაიწყებს სისტემის ტესტირებას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას შეცდომები. ამაზე სავარაუდოდ 2-3 თვე იქნება საკმარისი, პლუს ამას სამიოდე კვირა დისკების ფიზიკურ ბეჭდვაზე და საერთოდ სასაქონლო სახის შექმნაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ირბისის ოფიციალური გამოსვლა სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს სექტემბერში. თეორიულად მისი გამოსვლა უნდა მოხდეს Windows 7-ზე უფრო ადრე, რომელიც ოქტომბერში გამოდის. სხვათაშორის, მე მგონი, რომ ახალ აიფონებს მიმდინარე კონფერენციაზე არ აჩვენებენ – ჯობსი კომპანიაში დაბრუნებას ივნისის ბოლოს აპირებს. შესაბამისად მოეწყობა ე.წ. Special Event-ი სადაც სტივი პირადად წარმოადგენს ახალ iPhone-ს და გამოაცხადებს გაყიდვების დაწყებას.

  • WWDC 2009: 8-12 ივნისი, Moscone Center West

    8-დან 12 ივნისამდე საგამოფენო ცენტრში Moscone Center სან-ფრანცისკოში შედგება ეფლის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძების ჩატარების ვადები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც Apple-მა გამოაქვეყნა სიახლე საიტზე Developers Connection. უნდა აღინიშნოს, რომ თარიღი კირკიტა ბლოგერებმა ადრევე გამოიცნეს. ამ კონფერენციაზე დეველოპერები და პროფესიონალები ტრადიციულად იღებენ ყველაზე ცინცხალ და სრულ ტექნიკურ სიახლეებს და შეუძლიათ გაიგონ მეტი iPhone OS-ის და Mac OS X-ის შესახებ.

    ამ წელს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყოველთვის სავსეა, უფრო მეტად იქნება გადაჭედილი — ეს დაკავშირებულია iPhone 3.0-ის მიკროკოდის და Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის გამოსვლასთან დაკავშირებით.

    ასე რომ, იჩქარეთ დროულად დაიკავოთ ადგილები მონიტორებთან, ფრიად საინტერესო სანახაობა გველის. ხოლო თუ აპირებთ მინაწილეობის მიღებას, მითუმეტეს უნდა იჩქაროთ, სანამ ჯერ კიდევ მოქმედებს ფასდაკლებები ბილეთებზე და ფასი შეადგენს 1295 აშშ დოლარს. 24 აპრილის მერე ფასი კვლავ 300 დოლარით მეტი იქნება.

    P.S. გვექნება ბედნიერება სტივის ხილვისა კვლავ? ვნახოთ…

  • „ირბისი“ ჯერ-ჯერობით ცოტათი უფრო ჩქარია, ვიდრე „ლეოპარდი“

    დაპროგრამების ამ ეტაპზე Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის ბეტა-ვერსია ცოტათი უფრო ჩქარია, ვიდრე Mac OS X 10.5 Leopard. ამაზე მეტყველებს ოს-ების სიჩქარეების შედარება GeekBench-ის მეშვეობით.

    წარმადობის განსაზღვრისას 32-ბიტიანი გაანგარიშებებისათვის, Mac OS X 10.5 და 10.6 აჩვენეს შედეგები შესაბამისად 2859 და 2893 ქულა, 64-ბიტიანისათვის — 3271 და 3351.

    უნდა აღინიშნოს, Snow Leopard-ის ფინალური ვერსიის გამოშვებისათვის (შეგახსენებთ, Apple-ის განცხადებით ეს მოხდება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ) მისი წარმადობა გაცილებით გაიზრდება.

    წყარო: Mac Zone

  • Mac OS X Snow Leopard-ის (ირბისი) 5 გამოუცხადებელი ფუნქცია

    მართალია Apple-მა Mac OS X Snow Leopard-ს მოიხსენია როგორც სისტემა „ახალი ფუნქციების გარეშე“, მასში მაინც არის სიახლეები.

    ახალი კარკასი „მულტიტაჩი“

    ვინაიდან ეფლის ახალ კომპიუტერებს გააჩნიათ „მულტიტაჩ“ პანელი, ოს-ის ახალ ვერსიაში დამატებული იქნება სპეციალური ფუქნციები და ბიბლიოთეკები ამ პანელის მხარდასაჭერად პროგრამისტებისათვის.

    კომპაქტური პროგრამები

    Snow Leopard-ში იკლო პროგრამების „წონამ“. ეს განპირობებულია იმით, რომ შეწყვეტილია PowerPPC პროცესორების მხარდაჭერა და შესაბამისად აღარ არის საჭირო მისი წყაროს „თრევა“ ახალ ვერსიებში.

    შესაბამისად, Snow Leopard-ში პროგრამების მოცულობამ იკლო. სტანდარტული საქაღალდე „Utilities“ შემცირდა 468 მბაიტიდან 111.6 მბაიტამდე. შემცირდა „ფოსტა“ – 91მბაიტი; iChat – 52მბაიტი, ხოლო iCal – 48 მბაიტი.

    ტექსტის დამუშავების ფუნქცია

    Snow Leopard-ი აგრეთვე გააუმჯობესებს ტექსტის დამუშავების ფუნქციებს.

    თვითაქტივაცია

    Apple-მა Snow Leopard-ში წარმოადგინა Data Detector ტექნოლოგია

    ZFS ფაილური სისტემის მხარდაჭერა

    და ბოლოს, Snow Leopard-ი იქნება Mac OS X-ის პირველი ვერსია, სადაც სრულყოფილად იმუშავებს ZFS ფაილური სისტემა.

    დამატებით ინფორმაციას ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგაწვდით.