Tag: Steve Jobs

  • სტივ ჯობსი სიტყვით გამოვა Macworld Conference & Expo 2008-ზე

    Macworld Conference & Expo 2008 გამოფენის ორგანიზატორი, კომპანია IDG გვატყობინებს, რომ ღონისძიება (და არა ე.წ. „ევენთი“, როგორც დრეს მოდაშია ჩვენთან) ტრადიციულად გაიხსნება Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის მოხსენებით.

    Apple-ის ხელმძღვანელი მოხსენებას გააკეთებს გამოფენის გახსნის დღეს, 15 იანვარს, 9.00 ადგილობრივი დროით საგამოფენო კომპლექსის მასკოუნის დარბაზში, რომელიც სან-ფრანცისკოშია განთავსებული.

    „ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ამ შესანიშნავი შოუს დაწყებას და მოხარულები ვართ, რომ მას კვლავ სტივ ჯობსი გახსნის“, – ამბობს IDG World Expo-ს აღამსრულებელი დირექტორი მერი დოლეჰერი (Mary Dolaher).

    სტივ ჯობსის მოხსენებებისაგნ საზოგადოება ყოველთვის ელის ახლი პროდუქტების ანონსებს და როგორც წესი, მოლოდინი ხშირად მართლდება. ასე, გამოფენაზე Macworld Conference & Expo 2007, რომელიც ამ წლის იანვარში ჩატარდა, Apple-ის მეთაურმა განაცხადა iPhone-ის გამოსვლის შესახებ.

     

    წყარო:

    Macworld

  • ჯობსი დაინტერესებულია საჯარო WiFi-ქსელების განვითარებით

    AppleInsider-ის ინფორმაციით, სტივ ჯობსი შეხვდა კომპანია FON-ის დამფუძნებელს მარტინ ვარშავსკის (Martin Varsavsky).

    FON-ი წარმოადგენს WiFi-ს მომხმარებელთა უმსხვილეს საზოგადოებას მსოფლიოში. საზოგადოების ყველა წევრი უზრუნველყოფს საერთო მომხმარებისთვის საკუთარ ინტერნეტ-წვდომას, ხოლო ამის სანაცვლოდ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ WiFi-წვდომა მთელს მსოფლიოში სხვა მომხმარებლების დახმარებით. FON-ი უზრუნველყოფს მოწოდებული WiFi-კავშირის უსაფრთხოებას.

    „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯობს მოეწონა FON-ის იდეა. მე ვფიქრობ, რომ მას მოსწონს ინტერნეტში წვდომის გაზიარების იდეა“, — განაცხადა ვარშავსკიმ.

    უფრო სავარადოა, რომ Apple-ის დაინტერესება FON-ის საზოგადოებით განპირობებულია სურვილით უზრუნველყოს iPhone-ის და iPod-ის დამკვრელის მომხმარებლები რაც შეიძლება მეტი წვდომის წერტილებით.

    წყარო: AppleInsider

  • ჯობსის სატელეფონო ინტერვიუ New York Times

    უცნაური ამბავია: OS X Leopard-ის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა და ცნობისმოყვარეთა ტვინებს ერთი აზრი ბურღავს – რა იქნება „ლეოპარდის“ შემდეგ? თითქოსდა ამ ცნობისწადილის დაკმაყოფილება სურსო, Apple-ის CEO-მ სტივ ჯობსმა თავისი სატელეფონო ინტერვიუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო Apple-ის პროგრამული უზურნველყოფის განვითარების პერსპექტივებს: Macintosh-ის პლათფორმა დამკვრელური ნაბიჯებით ვითარდება, ჯერ კიდევ დიდად უსწრებს დანარჩენ კომპიუტერულ ინდუსტრიას, ხოლო ეს-ესაა ნახტომისათვის მომზადებული „ლეოპრადი“ გახდება ათვლის წერტილი Apple-ის ოპერაციული სისტემების განახლებების გრძელ სიაში, რომელიც ათ წელზეა გათვლილი.

    „მე ვთვლი უახლოესი მომავლისათვის დაგეგმილ ტემპს საკმარისზე ოპტიმალურად: ერთი წლიდან წელიწადნახევრამდე ოს-ის შემდგომი ვერსიის გამოშვებისათვის,“ – განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა, — „ასეთი მიდგომით ახალი რელიზი საშუალოდ ყოველწლიურად გამოვა, რაც საშუალებას მოგვცემს იდეალურად გავმართოთ პროდუქტი“. აქვე იქნა გაცხადებული კრიტიკის მორიგი პორცია Microsoft-ის მისამართით Windows Vista-ს ვერსიათა მრავალფეროვნების შესხებ და გამყარებული სანიმუშო მაგალითით: ახალი „ლეოპარდი“ – ეს არის Mac OS X-ის Ultimate-ვერსია სულ რარაც 129 დოლარად. ეხლა შეადარეთ ეს Wista Ultimate-ის 250 დოლართან.

    Apple-ის CEO-ს განცხადებებზე New York Times-ის ჟურნალისტმა ჯონ მარკოფმა (John Markoff) განაცხადა: „Microsoft-ის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემა კოდური სახელწოდებით Windows 7 გამოვა არაუადრეს 2010 წლისა. განვითარების მიმდინარე ტემპებით Apple-ი მაგ დროისათვის მოასწრებს Mac OS X-ის ორი ახალი ვერსიის გამოშვებას“. საინტერესოა, სერვის-პაკები ითვლება? პირველი Service Pack for Vista დაგეგმილია 2008 წლის დასაწყისისათვის.

  • iPhone-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფა იქნება

    სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ Apple-ი გამოუშვებს SDK-ს iPhone-ისათვის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად (აგრეთვე iPod Touch-ისათვის, რაც პრინციპში ერთიდაიგივეა) თებერვალში.

    გამოშვება გადაიდო თებერვლისთვის იმის გამო, რომ მწარმოებლებს უნდათ გამოუშვან ერთის მხრივ ძალიან ფუნქციონალური და მეორეს მხრივ – დაცული თავდასხმებისგან/უწესრიგობებისგან.