Tag: Steve Jobs

  • სტივი გახსნის WWDC-ს!

    7 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე სან-ფრანცისკოში გაიხსნება დეველოპერთა კონფრენცია WWDC. წელს ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ კონფერენციაზე: ახალი iPhone-ი, ახალი iTunes-ი, iPhone OS 4-ი აიპადისათვის, დაბოლოს Mac OS X 10.7-ის ჩვენება… რაც მთავარია, დადასტურდა, რომ სტივი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კონფრენეციაში, მეტიც, ის მას გახსნის.

    Steve Jobs WWDC 2010
    Steve Jobs WWDC 2010

    „Apple-ი გახსნის ყოველწლიურ კონფერნციას სტივ ჯობსის გამოსვლით ორშაბათს, 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 10 საათზე. წელს კონფერენციაზე დასასწრები ხუთი ათასივე ბილეთი სულ რვა დღეში გაიყიდა“.

    ერთ-ერთმა სულწასულმა მისწერა სტივის წერილი: „Google-ი გიტევთ, აქვს კი რაიმე ისეთი Apple-ს, რომ ჩაძიროს კონკურენტი?“, რაზეც სტივმა უპასუხა: „თქვენ იმედგაცრულებული არ დარჩებით“.

  • სტივის ციტატები

    რევოლუცია — ეს პირველ რიგში თავისუფლებაა. თავისუფლება პროგრამებისაგან, რომლებიც გპარავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას. თავისუფლება პროგრამებისაგან, რომლებიც ბრიდავენ აკუმულატორს. თავისუფლება პორნოსაგან. დიახ, თავისუფლება. დრო იცვლება და ზოგიერთი ჩამჟავებული „ვინდოზავრი“ უკვე გრძნობს — მათი სამყარო წარსულში იძირება. ასეა ეს.

    Steve Jobs's Quotes
    Steve Jobs's Quotes
  • სტივის მიმოწერა: iPad და ბეჭდვა

    მორიგი ამონარიდი სტივის იმოწერიდან მომხმარებლებთან. ამჯერად კითხვა ეხება აიპადიდან ბეჭდვის განხორციელებას პრინტერზე. როგორც ყოველთვის ეფლის აღმასრულებელი დირექტორი ფრიად ლაკონურია პასუხებში:

    რატომ არ არის iPad-ში ბეჭდვის ფუნქცია?

    — იქნება.

    სააპრილო ჭორებმა iPhone OS 4.0-ში ბეჭდვის არსებობის შესახებ ოფიციალური დასტური მიიღეს ეფლის ხელმძღვალენისაგან.

  • სტივის მიმოწერა: HTML5 და Safari

    სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ:

    როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით?

    ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო:

    — მალე.

    ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, Drag and Drop, Form Features, Inline SVG და ა.შ. ამ დროს Google Chrome-ს ამის მხარდაჭერრა უკვე აქვს. ზუსტად ამიტომაც სტივის ლაკონური პასუხი არა ბანალური თავის არიდებაა პასუხისაგან, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ კომპანია მართლა მუშაობს ამ საკითხის გამოსწორებაზე.

  • სტივ ჯობსი ბრუნდება All Things Digital-ზე!

    საიტის Valleywag ცნობებით, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა მისცა წინასწარი თანხმობა The Wall Street Journal-ის მერ მოწყობილ ყოველწლიურ კონფერენციაში D8: All Things Digital, რომელიც გაიმართება პირველიდან სამ ივნისამდე პალო-ვერდეში, კალიფორნიის რესპუბლიკაში.

    თეორიულად ჯობსის გამოჩენა ამ ღონისძიებაზე ფართო მასებს მისცემს საშუალებას არა მარტო კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ გაარკვიონ ზოგიერთი კომპანიასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა Apple-ისა და Adobe-ს კონფლიქტი.