სტივ ჯობსი სიტყვით გამოვა Macworld Conference & Expo 2008-ზე

Macworld Conference & Expo 2008 გამოფენის ორგანიზატორი, კომპანია IDG გვატყობინებს, რომ ღონისძიება (და არა ე.წ. „ევენთი“, როგორც დრეს მოდაშია ჩვენთან) ტრადიციულად გაიხსნება Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის მოხსენებით. Apple-ის ხელმძღვანელი მოხსენებას გააკეთებს გამოფენის გახსნის დღეს, 15 იანვარს, 9.00 ადგილობრივი დროით საგამოფენო კომპლექსის მასკოუნის დარბაზში, რომელიც სან-ფრანცისკოშია განთავსებული. „ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ამ შესანიშნავი შოუს დაწყებას და… Continue reading სტივ ჯობსი სიტყვით გამოვა Macworld Conference & Expo 2008-ზე

ჯობსი დაინტერესებულია საჯარო WiFi-ქსელების განვითარებით

AppleInsider-ის ინფორმაციით, სტივ ჯობსი შეხვდა კომპანია FON-ის დამფუძნებელს მარტინ ვარშავსკის (Martin Varsavsky). FON-ი წარმოადგენს WiFi-ს მომხმარებელთა უმსხვილეს საზოგადოებას მსოფლიოში. საზოგადოების ყველა წევრი უზრუნველყოფს საერთო მომხმარებისთვის საკუთარ ინტერნეტ-წვდომას, ხოლო ამის სანაცვლოდ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ WiFi-წვდომა მთელს მსოფლიოში სხვა მომხმარებლების დახმარებით. FON-ი უზრუნველყოფს მოწოდებული WiFi-კავშირის უსაფრთხოებას. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯობს მოეწონა FON-ის იდეა. მე ვფიქრობ, რომ… Continue reading ჯობსი დაინტერესებულია საჯარო WiFi-ქსელების განვითარებით

ჯობსის სატელეფონო ინტერვიუ New York Times

უცნაური ამბავია: OS X Leopard-ის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა და ცნობისმოყვარეთა ტვინებს ერთი აზრი ბურღავს – რა იქნება „ლეოპარდის“ შემდეგ? თითქოსდა ამ ცნობისწადილის დაკმაყოფილება სურსო, Apple-ის CEO-მ სტივ ჯობსმა თავისი სატელეფონო ინტერვიუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო Apple-ის პროგრამული უზურნველყოფის განვითარების პერსპექტივებს: Macintosh-ის პლათფორმა დამკვრელური ნაბიჯებით ვითარდება, ჯერ კიდევ დიდად უსწრებს დანარჩენ კომპიუტერულ ინდუსტრიას, ხოლო ეს-ესაა… Continue reading ჯობსის სატელეფონო ინტერვიუ New York Times

iPhone-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფა იქნება

სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ Apple-ი გამოუშვებს SDK-ს iPhone-ისათვის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად (აგრეთვე iPod Touch-ისათვის, რაც პრინციპში ერთიდაიგივეა) თებერვალში. გამოშვება გადაიდო თებერვლისთვის იმის გამო, რომ მწარმოებლებს უნდათ გამოუშვან ერთის მხრივ ძალიან ფუნქციონალური და მეორეს მხრივ – დაცული თავდასხმებისგან/უწესრიგობებისგან.