Tag: Tablet

  • გაჟონა! გამოხეთქა! დუბლი 3

    ინფორმაციის გაჟონვის მორიგი კანდიდატურა დააფიქსირეს საიტზე Engadget: გამოცემის რედაქციამ მიიღო რამდენიმე ფოტო, რომლებზეც გამოსახული მოწყობილობა ჩამოგავს ეფლის პლანშეტს.

    დიდი, ნამდვილად დიდი გაჯეტი, მაგიდაზე მიმაგრებული და ზედ აიფონის პალიკაცია გაშვებული. ასევე მკაფიოდ ჩანს ქსელის ინდიკატორი. თუ ეს სატყუარაა – ფრიად კარგად შესრულებულია.

    iSlate
    iSlate
    iSlate
    iSlate
  • გამოხეთქა! დუბლი 2

    უმსხვილესმა გერმანულმა Media Markt-მა ამასწინათ თვითერში ანგარიში გახსნა, სადაც აქვეყნებს ცხელ-ცხელ შემოთავაზებებს. და აი დღეს ღამით მის ჩანაწერებში გაჩნდა ახალი პოზიცია… Apple iPad.

    გაყიდვაში გამოვა 1 მარტს, ფასი იქნება 500 ევრო T-Mobile-თან ხელშეკრულების დადებით (ანუ მობილურ ოპერატორზე იქნება მიბმული), ხოლო 900 ევრო მიბმის გარეშე.

    iTablet
    iTablet

    ამჟამად ჩანაწერი უკვე წაშლილია :)

    მაგრამ ეს ყველაფერი არა არის!

    engadget.com-ელებმა მოიპოვეს საიდმლო მოწყობილობის შპიონური ფოტოები (არ ვიცი რამდენად შეიძლება მათ ვენდოთ).

    iTablet
    iTablet
    iTablet
    iTablet
    iTablet
    iTablet

    სურათებზე ჩანს, რომ მოწყობილობა აღჭურვილია Wi-Fi და GSM-მოდულებით. ასევე შესაძლებელია დიაგონალის განსაზღვრა: 9 ან 10 გოჯი. დასახელება უცნობია, მაგრამ ეფლში მას კოდურისახლეწოდება აქვს K48.

    უკონტრაქტოდ ფასი $ 1000, კონტრაქტით – $ 800.

    ასევე დღეს ველოდებით ახალი iPod touch-ის და iLife’10-ის პრეზენტაციას.

  • გაჟონა! მაინც გაჟონა!

    Apple-ის სპეციალური პრეზენტაციის დაწყებამდე საგამომცემლო სახლის McGraw-Hill-ის მეთაურმა ფრიად დეტალურად მოყვა CNBC ტელეარხზე, თუ რა მოწყობილობის ჩვენებას აპირებს დღეს სტივ ჯობსი. მართალია ინტრიგა არ მოკლა, მაგრამ მცირედი შუქი მაინც მოჰფინა იმ ისტერიას, რაც დღეს მთელს მსოფლიოში ხდება მაკისტების წრეებში.

    მოდით მუხლობრივად გავიაროთ:

    1. პლანშეტური კომპიუტერი მართლაც არსებობს;
    2. პრეზენტაციის დროს განცხადებული იქნება, რომ McGraw-Hill-ის ასორტიმენტის 95 პროცენტი ხელმისაწვდომოა ელექტრონული სახით;
    3. მოწოყბილობის მართვა მოხდება iPhone OS-ის ნაირსახეობით;
    4. მოწყობილობა შესაძლებლობას მოგვცემს პლათფორმებს შორის შიგთავსის გაცვლაზე (თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ).

    ტერი მაკგროუმ ქათინაურები არ დაიშურა ეფლის მიმართ გაწეული გიგანტური სამუშაოების გამო და რომ შედეგი მართლაც რომ გადასარევია. ქვემოთ გთავაზობთ ამ ვიდეო სიუჟეტს:

  • ინფორმაცია Apple Tablet-ის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა

    დღეს საიტმა PhoneArena გამოაქვეყნა ინფორმაცია Apple-ის ახალი პლანშეტური კომპიუტერის ტექნიკური მონაცემების შესახებ. ინფორმაცია მათი სიტყვებით მიღებული იყო ანონიმური წყაროდან.

    Apple Fake Tablet
    Apple Fake Tablet

    მძლავრი პროცესორი Intel Core 2 Duo 2.26 გჰც, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება გაფართოების შესაძლებლობით 8 გბაიტამდე (!). ასეთი კომპიუტერი სრულიად შეძლებს კონკურენციის გაწევას MacBook-თან. ოპერაციული სისტემა: Mac OS X Clouded Leopard 10.7 Time Machine-ის, MobileMe-ის, iCal-ის და სხვა გემრიელობების მხარდაჭერით.

    Apple Fake Tablet
    Apple Fake Tablet

    მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია გამოგონილია, ხოლო ფოტოები — ყალბია.

  • Apple TabletPC

    რაც უფრო ახლოვდება შემოდგომა, მით უფრო მძაფრდება საუბრები ნეტბუქის შესახებ, რომელიც შესაძლოა, რომ Apple-მა გამოუშვას. თანაც, როგორც წესი, ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და არასრულია – თუმცა როდის ყოფილა ეფლის ახალი პროდუქტის შესახებ ცნობილი რაიმე მის ბაზარზე გამოსვლამდე?

    თუმცა Financial Times-მა, ფრიად სერიოზულმა გამოცემამ, რამდენიმე დღის წინ ჭორების ყველა მოყვარული ფრიად გაახარა, გამოაქვეყნა რა ეფლის ახალი მოწყობილობის ბაზარზე გამოყვანის მკაფიო სტრატეგია. უცნობია მხოლოდ გამოშვების თარიღი, ერთნი ამბობენ, რომ შემოდგომაზე იქნება, სხვები – რომ შემდეგი წლის დასაწყისში. ვნახოთ, დაველოდოთ. რომ იტყვიან, აღდგომა და – ხვალეო.

    ახლა უშუალოდ სტატია:

    ეფლი ძალას და ღონეს არ იშურებს, რომ საშობაო პერიოდის გაყიდვების ბუმს მოუსწროს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებით, რომელითაც გართობის ინდუსტრია იმედს იტოვებს, რომ მიიღებს ახალ რევოლუციას.

    იგეგმება, რომ მოწყობილობა გამოშვებული იქნება შიგთავსის განთავსების ახალ ხელშეკრულებებთან ერთად. სენსორული კომპიუტერი აღჭურვილი 10 დუიმიანი ეკრანით.

    ინტერნეტს მოწყობილობა დაუკავშირება როგორც iPod Touch-ი – შესაძლოა, ტელეფონის ფუნქციის გარეშე, ქსელთან წვდომის ფუნქციით და აპლიკაციების ინტერნეტ-მაღაზიით.

    ეფლი ფსონს დებს იმაზე, რომ მას საქმე გამოსდის იქ, სადაც სხვებს საქმე უვარდებათ, მაიკროსოფტის ჩათვლით, რომელიც უსასრულოდ აპიარებდა Windows-ის პორტატულ ვერსიას.

    გართობის ინდუსტრია იმედოვნებს, რომ ეფლი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მუსიკალური დამკვრელების და ტელეფონების ინდუსტრია, კვლავაც შეძლებს ამას.

    მუსიკის ჩაწერის ინდუსტრიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეფლი გეგმავს გამოიყენოს დიდი ზომის ეკრანი, რათა შესაძლებელი გახდეს ინტერაქტიული ბუკლეტების და ჩანართების სერვისის შემოთავაზება.

    და თუმცა iTunes-მა წინ წასწია მუსიკის გაყიდვები, მთლიანი ალბომების გაყიდვები ჯერ-ჯერობით მოიკოჭლებს. მომხმარებლები როგორც წესი, მხოლოდ ერთ-ორ კომპოზიციას ყიდულობენ.

    საგამომცემლო სახლები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამ პროექტის მიმართ, რომელმაც შეიძლება გადაფაროს Amazon Kindle-ის, Sony eReader-ის და Plastic Logic-ის მოწყობილობების გაყიდვები.

    გამომცემლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შეადარა ეს ახალი პროდუქტი Kindle-ს – „ის იქნება როგორც ფერადი, ბრტყელი, პლაზმური ტელევიზორი ძველ შავ-თეთრ კინდლთან შედარებით“.

    ეფლს, როგორც სჩანს, ჯერ არ უსაუბრია კინოსტუდიებთან, მაგრამ ჰოლივუდის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მზად არიან შესთავაზონ დამატებითი შიგთავსი იმაზე, რაც უკვე არის განთავსებული iTunes-ში. თამაშების მსხვილი გამომცემლებიც მოუთმენლად ელიან ამ პროდუქტს და ამბობენ, რომ ისინი სწრაფად შეძლებენ არსებული თამაშების ოპტიმიზირებას ახალი პლათფორმისათვის.

    ვინაიდან მოთხოვნა პლანშეტურ კომპიუტერებზე ჯერ-ჯერობით არა არის სახარბიელო დონეზე, სტივ ჯობსი ითხოვს მიმზიდველი აპარატურული ფუნქციების არსებობას აპარატში.

    ტიმ კუკმა, კომპანიის მმართველმა დირექტორმა გასულ კვირას უარყო ნეთბუქებთან პირდაპირი კონკურენციის შესაძლებლობა PC-ნოუთბუქების ქვედა საფასო სეგმენტში.

    ამის მაგივრად, ახალი მოწყობილობა 600-დან 1000 დოლარამდე ეღირება, სავარაუდოდ.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ეფლმა შეიძლება ვერ მოასწროს ყველა საჭირო კომპონენტის მიღება წლის ბოლოსათვის, თუმცა ეფლი მაინც ეცდება.

    წყარო