Tag: The Beatles

  • The Beatles-ის მუსიკა iTunes-ში კვლავ არ იქნება

    Apple-მა ჭორები უწოდა ამასწინდელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც iTunes Store-ში უნდა დაწყებულიყო ლეგენდარული The Beatles-ის ნაწარმოებების რეალიზაცია.

    შეგახსნებთ, გასული კვირის ბოლოს, სააგენტო UPI Daily Mail-ზე დაყრდნობით გვამცნობდა ამ სიახლეს. The Beatles-მა, Apple Corps-მა და კომპანიამ EMI უარყვეს ეს ინფორმაცია.

    პოლ მაკარტნიმ Billboard-თან გასული წლის ინტერვიუში აღნიშნა, რომ The Beatles-ის ნაწარმოებების გაყიდვის მომზადება დასასრულს უახლოვდებოდა და სავარაუდოდ დაიწყებოდა 2008 წელს.

    წყარო: Billboard

  • The Beatles-ის მუსიკა iTunes-ში ამ წელს გამოჩნდება

    The Beatles-ის ექს-მონაწილემ პოლ მაკარტნიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას iTunes-თან, რომლის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდება ცნობილი ჯგუფის ყველა კომპოზიცია, გვატყობინებს სააგენტო UPI Daily Mail-ზე დაყრდნობით.

    გამოცემის ინფორმაციით, მაკარტნიმ ოფიციალურად დართო ნება კომპოზიციების გავრცელებას ინტერნეტის მეშვეობით. ხელშეკრულების ფასმა შედგინა $400 მლნ. მაკარტნის გარდა, ჰონორარებს მიიღებს კიდებ ერთი „ბიტლი“ — რინგო სტარი, აგრეთვე ჯონ ლენონის და ჯორჯ ჰარისონის მემკვიდრეები. თანხის ნაწილს მიიღებს კომპანია EMI და Sony, აგრეთვერ მაიკლ ჯეკსონი, რომელიც ფლობს უფლებებს The Beatles-ის ნაწარმოებებზე.

    წყარო: UPI