Tag: Tiger

  • Adium-ს ტვიტერის მხარდაჭერა დაემატა

    დღეს გამოვიდა პოპულარული მესენჯერის ორი ახალი ვერსია — სტაბილური 1.3.4 და პირველი ბეტა 1.4. როგორც ოფიციალურ ბლოგში წერია, 1.3.4-ში ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკური სახისაა: განახლებულია ბირთვი, აგრეთვე გასწორებულია Facebook-ის ჩადგმა.

    უფრო საინტერესოა მეორე, ბეტა-ვერსია — 1.4. აქ დამატებულია ტვიტერის მხარდაჭერა, IRC-არხების მხარდაჭერა, აგრეთვე მთელი რიგი სიახლეები და განახლებები.

    1.3.4 ვერსია ბოლო იქნება, რომელიც მხარს დაუჭერს Mac OS X 10.4.-ს ახალი 1.4. ვერსია, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია beta.adium.im-დან, მხოლოდ Mac OS X 10.5.-ზე იმუშავებს.

  • Apple-მა გამოუშვა Security Update 2008-004 Tiger-ისათვის

    ოპერაციული სისტემის Mac OS X Leopard-ის 10.5.4 ვერსიამდე განახლების შემდეგ, Apple-მა გამოუშვა უსაფრთხოების სისტემის განახლებები ტაიგერისათვის — Security Update 2008-004.

    განახლება აღმოფხვრის უწესრიგობებს ოს-ის შემდეგ კომპონენტებში: Alias Manager, CoreTypes, c++filt, Dock, Launch Services, Net-SNMP, Ruby, SMB File Server, System Configuration, Tomcat, VPN, WebKit. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

    განახლება გამოვიდა ოთხ ვერსიაში — Security Update 2008-004 (Intel) (128 მბაიტი), Security Update 2008-004 (PPC) (80 მბაიტი), Security Update 2008-004 Server (Intel) (165 მბაიტი) და Security Update 2008-004 Server (PPC) (127 მბაიტი). დაყენება შესაძლებელია Software Update-ის მეშვეობით.

    წყარო: Apple

  • Apple გამოუშვებს Mac OS X 10.4.12

    Web-საიტი Macenstein-ი საკუთარ სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი, შესაძლოა გამოუშვებს ტაიგერის კიდევ ერთ განახლებას — 10.4.12. წყაროების მონაცემებით განახლებამ უნდა შეასწოროს მრავალრიცხოვანი შეცდომები ოს-ში.

    უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წყაროს სანდოობისა ამჟამად კიდევ ერთი განახლების გამოსვლა ნაკლებ სარწმუნოდ გამოიყურება.

    შეგახსენებთ, ბოლო განახლება Tiger-ისათვის, Mac OS X 10.4.11, გამოვიდა გასული წლის ნოემბერში.

    წყარო: Macenstein

  • Apple-მა გამოუშვა DVD or CD Sharing Setup-ის განახლება

    განახლება აყენებს პუ-ს, რომელიც შესაძებლობას იძლევა უსადენო მიერთებით გამოვიყენოთ ოპტიკური დისკწამყვანები, რომლებითაც აღჭურვილია Mac ან PC კომპიუტერები, MacBook Air-თან ერთად გამოსაყენებლად.

    განახლების Mac-ვერსია დაყენებსიათვის მოითხოვს Mac OS X 10.4.10 Tiger-ს ან უფრო ახალს ან Mac OS X 10.5 Leopard-ს. დისტანციურ დისკწამყვანად გამოყენებისათვის, რომელიც დაყენებულია PC-ში, საჭიროა Microsoft Windows XP ან Vista.

    განახლების გადმოტვირთვა შესაძლებლია აქედან: Mac OS X (ფაილის ზომა — 61,4 მბაიტი), Windows (4,8 მბაიტი).

    წყარო: Apple

  • Apple გამოუშვებს Mac OS X 10.4.12

    უკვე 4 თვეზე მეტი ხანი გავიდა Mac OS X 10.5 «Leopard»-ის გამოსვლიდან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, Apple-ის კომპიუტერების მომხმარებელთა შორის ჯერ კიდევ არის 43%, რომელიც იყენებს 10.4.11 სისტემას. ზუსტად მათთვის Apple-ი აპირებს მორიგი მეთორმეტე განახლების გამოშვებას.

    მრავალრიცხოვანი შეტყობინებების მიხედვით, Apple-ი უკვე მზადაა გამოუშვას განახლება „ვეფხვისათვის“. ჯერ-ჯერობით ცნობები სიახლეების შესახებ მწირია. ცნობილია, რომ ძირითადში გასწორდება მრავალრიცხოვანი უწესრიგობები. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს, ინფორმაცია არ დააყოვნებს!