Tag: Tiger

  • nova media უზრუნველყოფს iSync-ის მხარდაჭერას 153 ახალი ტელეფონისათვის

    კომპანიამ nova media გამოუშვა iSync phone plugins-ის მორიგი განახლება, რომელიც ამატებს ახალი მობილური ტეკლეფონების მხარდაჭერას Mac OS X-ში მონაცემების სინქრონიზაციისათვის.

    პროდუქტის ახალი ვერსია, iSync phone plugins 5.2, უზრუნველყოფს კონტაქტების, კელანდრის მონაცემების და სხვა სახის ინფორმაციის სინქრონიზაციას iCal-ს, Address Book-სა და 153 მოდელის ტელეფონებს შორის Nokia, Sony Ericsson, BenQ-Siemens, Motorola და Samsung. ახალბედების სიაში შესულია Nokia-2630, Nokia-2660, Nokia-3120 classic, Nokia 5310 XpressMusic, Sony-Ericsson-K660i, Sony-Ericsson-K770i და Sony-Ericsson-T250i.

    ლიცენზიის ღირებულება nova media iSync phone plugins — 9,95 ევრო. იგი თავსებადია Mac OS X 10.4.9-თან და უფრო ახალთან.

    წყარო: Nova Media

  • დრო გადმოქაჩვისა და ინსტალაციისა

    მოკლედ: პირველ რიგში რათქამუნდა iTunes-ი: ახალ ვერსიაში 7.6 გაჩნდა ვიდეო-გაქირავების ახალი ფუნქცია (გამოსახულების DVD-ხარიასხი, გარჩევადობა 720p HD). ჩვენთვის არცთუისე აქტუალურია. გადმოქაჩეთ Apple.com-ის შესაბამისი განყოფილებიდან 

    ახალი QuickTime 7.4:

    განახლდა Front Row: შესწორებულია შეცდომები, გაუმჯობესებულია თავსებადობა iTunes-თან.

    განახლდა iMovie 7.1.1 ვერსიამდე:

  • QuickTime 7.3-ის განახლება აღმოფხვრის უწესრიგობას

    Apple-მა გამოუშვა QuickTime-ის განახლება, რომელიც უზრუნველყოფს ზოგიერთი უწესრიგობის აღმოფხვრას. განახლება გამოსულია შემდეგი ოს-ებისათვის: Mac OS X 10.5 Leopard, Mac OS X 10.4 Tiger, Mac OS X 10.3 Panther და Microsoft Windows XP (Service Pack 2) და Vista.

    კერძოდ განახლება აღმოფხვრის QuickTime Real Time Streaming protocol (RTSP)-ის უწესრიგობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მავნე კოდის გაშვება ნებისმიერ კომპიუტერზე.

    განახლების დაყენება შეგიძლიათ Apple Software Update-ით. ფაილის ზომა მერყეობს 20,3-დან 52,6 მბაიტამდე.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ გვერდზე.

     

    წყარო:

    Apple

  • Apple-მა გამოუშვა Java for Mac OS X 10.4 Release 6

    Apple-მა გამოუშვა Java Release 6, რომელიც განკუთვნილია Mac OS X 10.4 Tiger-ისათვის.კომპანიის განცხადებით, განახლება, რომლის ფაილის ზომაც არის 79,7 მბაიტი, შეგიძლიათ დააყენოთ Mac OS X 10.4.10-ზე უფრო ახალზე. Java for Mac OS X 10.4 Release 6-ის მეშვეობით უმჯობესდება მუშაობის სიმედოობა და Java SE 5.0 და Java 1.4.

    განახლების მოქაჩვა შეგიძლიათ აქედან ან Mac OS X Software Update-ის დახმარებით.

    წყარო: Apple

  • Internet Explorer-ი ვერსია 5/6/7 Mac OS X-ში

    მე მგონი დადგა ის ნანატრი მომენტი, რომელსაც ასე ელოდნენ html-დამკაბადონებლები! ამიერიდან, შესაძლებელია Internet Explorer-ის გაშვება პირდაპირ Mac-იდან, თუმცა მხოლოდ ინტელ-მოდელებზე

    • თუ ტაიგერი გაქვთ, დააყენეთ X11.
    • ჩამოტვირთეთ, გახსენით და დააყენეთ Darwine 0.9.49 2.
    • ჩამოქაჩეთ და დააყენეთ ies4osx.4. გაუშვით, აირჩიეთ ენები და ბრაუზერები.

    Ies4osx-ი გადმოქაჩავს და დააყენებს საჭირო კომპონენტებს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.5. არჩეული ბრაუზერები გამოჩნდება საქაღალდეში.

    ვაშა! ყველა ვერსია მუშაობს ფლეშთან და იქცევა ზუსტად ისე, როგორც ორიგინალი, გარდა იმისა, რომ გამოიყენება მაკის სისტემური შრიფტები.