iPhone-ის ნაწილობრივი ფუნქციონირების დაბრუნება Firmware-ის 1.1.1 ვერსიამდე განახლების შემდეგ

ვერსიის 1.0.2. დადაბლების შემდეგ iPhone-ი ჩაირთვება, შესაძლებელი ხდება უცხო პროგრამების დაყენება, მაგრამ პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებთ – ის აღარ დარეკავს. დასაწყისისათვის ჩამოვტვირთოთ Firmware-ი 1.0.2, და iTunes 7.4.2.4 (პრინციპში ნებისმიერი უნდა წავიდეს), აგრეთვე არქივი მისამართიდან. მოქმედებათა თანმიმდევრობა: გამორთულ ტელეფონზე ერთდროულად ვაჭერთ ღილაკებს Home და Power და გვიჭირავს ათიოდე წამი. შემდეგ ავუშვებთ მხოლოდ ღილაკს Power, ხოლო ღილაკი Home დაჭერილი გვაქვს.… Continue reading iPhone-ის ნაწილობრივი ფუნქციონირების დაბრუნება Firmware-ის 1.1.1 ვერსიამდე განახლების შემდეგ

iPhone-ის განახლება ბლოკავს ტელეფონს და უცხო პროგრამებს

განბლოკილი ტელეფონის პირველი მფლობელები, რომლებმაც დააყენეს განახლება 1.1.1, გვატყობინებენ, რომ უცხო პროგრამები მეტი აღარ მუშაობენ. გააქტიურებული ტელეფონები ითხოვენ AT&T-ის სიმ-ბარათებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ჩანს ათასობით განბლოკილი ტელეფონი მწყობრიდან გამოვიდა. თვალი ადევნრთ ახალ ამბებს საიტზე. ჩვენ ვამოწმებთ აღნიშნულ ინფორმაციას.