ამინდის ვიჯეტი

ამინდის სტანდარტულ ვიჯეტში ჩასმულია ამინდის სხვადასხვა მდგომარეობის ძალიან ლამაზი ხედები. იმისათვის, რომ ყოველი მათგანი ვიხილოთ, სულაც არაა საჭირო დაველოდოთ შესაბამის ამინდს. საკმარისია დავაჭიროთ ღილაკებზე Command+Option, გვეჭიროს და დავაწკაპუნოთ ვიჯეტზე რამოდენიმეჯერ. რეალური ამინდის შესახებ მონაცემების საჩვენებლად საჭიროა ვიჯეტის ხელახალი ამოქოქვა.

ერთი პაწია განახლება

საიტის სანავიგაციო პანელში დავამატე აიფონის პროგრამების მაჩვენებელი ვიჯეტი. ამიერიდან შეგეძლებათ მუდმივად საქმის კურსში იყოთ აიფონის ბოლოს გამოშვებული პროგრამების შესახებ. :)