Twenty Twelve — WordPress-ის ახალი თემა

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას. … Read more

WordPress Meetup Tbilisi — პირველი შეხვედრა

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო. დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress … Read more

WordPress 3.3.4

გუშინ გამოვიდა WordPress-ის მორიგი განახლება, 3.3.4, კოდური დასახელება „Green“, ამერიკელი გიტარისტის, გრანტ გრინის საპატივსაცემლოდ. როგორც ყოველთვის, უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია WordPress-ის ოფიციალური გვერდიდან. რა არის ახალი? WordPress 3.3.4-ში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები. მოდით დეტალურად ვნახოთ. თემების ინტერაქტიული დათვალიერება მორგებული სათაურები Twitter-იდან ჩასმა გაუმჯობესებული სურათის სათაურები განახლებები ძრავში

WordPress 3.3.2

ხელმისაწვდომი გახდა WordPress-ის ახალი ვერსია, 3.3.2 — ყველა ადრეული ვერსიის განახლება. უსაფრთხოების მოსამატებლად განახლდა სამი გარე ბიბლიოთეკა, რომლებიც შედის WordPress-ის დისტრიბუტივში: Plupload (ვერსია 1.5.4), რომელიც WordPress-ში გამოიყენება ფაილების ასატვირთად; SWFUpload, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში ფაილების ასატვირთად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს; SWFObject, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში Flash-შიგთავსის ჩასასმელად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს. მადლობას ვუხდით ნილ პულს … Read more

რას უნდა ველოდოთ WordPress 3.4-ისაგან

სულ ცოტა ხანში გამოდის WordPress-ის ბეტა ვერსია, 3.4, ხოლო აპრილის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ოფიციალური რელიზის მიღება. მასში ბევრი საინტერესო სიახლეა დამატებული. მოდი ვნახოთ, რა გველოდება ახალ WordPress-ში. თემის მომრგები (Theme Customizer) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე WP-ში არის თემის მომრგები. ის საშუალებას გვაძლევს ახლებულად მივუდგეთ შაბლონების დიზაინს, განასაკუთრებით ნაგულისხმევი შაბლონების შემთხვევაში. მორგების რეჟიმი საკმაოდ ადვილია და … Read more

რა არის WordPress?

მაშ, რა არის WordPress? თუ Wikipedia-ს დავესესხებით, გავიგებთ, რომ WordPress არის საიტის შიგთავსის მართვის სისტემა (Content Management System, CSM) ღია პროგრამული კოდით, რომელიც GNU GPL ლიცენზიის წესებით ვრცელდება. დაწერილია პროგრამირების ენის PHP გამოყენებით და მონაცემთა ბაზისათვის იყენებს MySQL-ს. გამოყენების სფერო ფართოა — ბლოგებიდან დაწყებული საკმაოდ რთული საინფორმაციო საიტებით და ინტერნეტ-მაღაზიებითაც კი დამთავრებული. „თემების“ და „ჩადგმების“ სისტემა საშუალებას … Read more

WordPress-ის თემატიკის გარშემო

ძვირფასო მკითხველო, ჩემი განახლებული ბლოგის პირველი სტატიის გამოქვეყნებიდან კვირაზე ცოტა მეტი გავიდა. ვფიქრობ, მეტი დაგვიანება საჭირო არაა და დღეიდან აქტიურად დავიწყებ ბლოგის საინტერესო და სასარგებლო ჩანაწერებით შევსებას. როგორც ალბათ უკვე იცი, ბლოგზე რამდენიმე თემა იქნება ძირითადი (რაც სრულიად არ გამორიცხავს სხვა თემების არსებობასაც). ერთ-ერთი ძირითადი თემა WordPress არის და ეს სტატიაც შეიძლება ამ თემის შესავალ … Read more

WordPress 3.0 — ახლა უკვე ქართულად!

მეგობრებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ WordPress 3.0-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია. ამ შაბათ-კვირას დავასრულებთ რამოდენიმე ტერმინის შეთანხმებას და ორშაბათიდან ნებისმიერი შეძლებთ თქვენს ბლოგზე მის დაყენებას:

WordPress 3.0 RC1 — უკვე მალე

როგორც დეველოპერთა გუნდი გვატყობინებს, WordPress 3.0-ის პირველი რელიზ-კანდიდატი უკვე მზადაა და შესაძლებელია მისი გადმოწერა. ცოტაოდენი ინფორმაცია მის შესახებ: სამომხმარებლო მენიუების დამუშავება დასრულდა. მულტისაიტინგის ფუნქცია დასრულებულია. საკონტროლო პანელის გარეგანი სახე ცოტა გამსუბუქებულია შეტანილია მრავალი ცვლილება, ამიტომაც ჩადგმების ავტორებმა აუცილბლად უნდა შეამოწმონ საკუთარი ნაკეთობების თავსებადობა. რელიზის გამოსვლა დაგეგმილია ივნისის შუა რიცხვებში. გადმოიწერეთ WordPress 3.0 RC1

გამოვიდა WordPress 2.8 Baker

დღეს ოფიციალურად გამოვიდა WordPress 2.8, მისი გადმოქაჩვა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან. ახალი ვერსიის სახელია Baker, მუსიკოსის Chet Baker-ის საპატივსაცემლოთ.