Gizmodo არ დაპატიჟეს WWDC 2010-ზე

ბლოგი Gizmodo, რომლემაც ორიოდე თვის წინ პირველმა გამოაქვეყნა ჯერ არ გამოსული აიფონის ფოტო-ვიდეო მასალა, არ მიიწვიეს პრესის აკრედიტაციით WWDC 2010-ზე. ეს მოსალოდნელი ფაქტი იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მათი ბლოგის საშუალებით ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურებას. თუმცა წყაროებს რა დალევს? უახლოეს ხანში მოგაწვდით იმ საიტების ბმულებს, სადაც შეგეძლებათ WWC 2010-ის ყურება.

ელვა: Microsoft უარყოფს ჭორებს

ლამაზი ჭორი სტივ ბალმერის WWDC-ზე გამსოვლის შესახებ არ დასტურდება. რედმონდიდან მოვიდა ამ თემის გაბათილება ტვიტერის მეშვეობით. მოკლედ, ბალმერი არ დაესწრება WWDC-ის. არაუშავს საინტერესო ისედაც ბევრი გველის 7 ივნისს.

სტივ ბალმერი WWDC-ზე გამოვა?

სრულიად შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ 7 ივნისს სტივ ჯობსთან ერთად კონფრენეციაზე სტივ ბალმერიც გამოვიდეს. Trip Chowdhry, Global Equities Research-ის ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მთელი 7 წუთი დაჯავშნულია Visual Studio 2010-ის პრეზენტაციისათვის. ასევე ის ამტკიცებს, რომ VS-ის ახალი ვერსია საშუალებას მისცემს დეველოპერებს დაწერონ აპლიკაციები iPhone-ისათვის, iPad-ისათვის და Mac OS-ისათვის. და ყველაზე მთავარი: Chowdhry თვლის, რომ პრეზენტაციას წაიყვანს… Continue reading სტივ ბალმერი WWDC-ზე გამოვა?

სტივი გახსნის WWDC-ს!

7 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე სან-ფრანცისკოში გაიხსნება დეველოპერთა კონფრენცია WWDC. წელს ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ კონფერენციაზე: ახალი iPhone-ი, ახალი iTunes-ი, iPhone OS 4-ი აიპადისათვის, დაბოლოს Mac OS X 10.7-ის ჩვენება… რაც მთავარია, დადასტურდა, რომ სტივი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კონფრენეციაში, მეტიც, ის მას გახსნის. „Apple-ი გახსნის ყოველწლიურ კონფერნციას სტივ ჯობსის გამოსვლით ორშაბათს, 7 ივნისს,… Continue reading სტივი გახსნის WWDC-ს!

WWDC-ის ყველა ბილეთი გაყიდულია

როგორც ცნობილია, მალე გამოვა iPhone OS 4.0, რომლის წამოდგენაც დაგეგმილია 7-11 ივნისს WWDC კონფერენციაზე. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება Moscone Center-ში სან-ფრანცისკოში. საგამოფენო ცენტრი 5000 კაცს იტევს. ბილეთების გაყიდვიდან სულ 8 დღე გავიდა და ამ დროისათვის ყველა ბილეთი გაყიდულია. და ეს იმის გათვალსიწინებით, რომ შარშანდელთან შედარებით ბილეთის ფასმა მოიმატა, 1295-დან 1599 დოლარამდე შეგახენებთ, რომ WWDC 2009-ის ბილეთების… Continue reading WWDC-ის ყველა ბილეთი გაყიდულია

Apple WWDC 2010 ივნისის დასაწყისში ჩატარდება

Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების დრო — 7-დან 11 ივნისის ჩათვლით სან-ფრანცისკოში. კომპანიის განცხადებით, WWDC-ის დღეებში საგამოფენო კომპლექსში Moscone West იმუშავებს კომპანიის 1000-ზე მეტი ინჟინერი, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ დეველოპერებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება iPhone-ის ახალი ვერსიის წარმოდგენა.

როდის მოხდება WWDC 2010-ის ანონსი?

როგორც გასული წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, მარტის თვე და აპრილის დასაწყისი იდეალური დროა WWDC-ზე ბილეთების დასაჯავშნად. ზუსტად ამის გამო მრავალი მაკ-პროგრამისტი გაურკვევლობაშია: რატომ აჭიანურებს Apple-ი WWDC 2010-ის ანონსს? ტრადიციულად მსოფლიოში უმსხვილესი კონფერენციის გამართვის ვადები ცნობილი ხდება უკვე გაზაფხულზევე: როგორც წესი მარტში კომპანია ოფიციალურად აცხადებს, რომ ივნისის ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა მაშტაბურ ღონისძიებას Moscone Center-ში, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.… Continue reading როდის მოხდება WWDC 2010-ის ანონსი?

პრეზენტაციის შემდეგ

გუშინ, WWDC-ის კონფერენციაზე Apple-მა მოახერხა თითქმის შეუძლებელი, გაახარა ყველა — მაკის მომხმარებლებიც, აჩვენა რა ახალი ოპერაციული სისტემა, აიფონის ფანებიც — კიდევ ერთხელ მოგვიყვა ახალი შესაძლებლობების შესახებ. აპოგეად იქცა აიფონის ახალი მოდელის წარმოდგენა — iPhone 3G S, რითაც ბოლომდე გაგვთიშა ყველა! მხოლოდ ისინი დავრჩით გულნაკლულები, ვინც ბოლო მომენატმდე ველოდებოდით სტივ ჯობსის გამოჩნეას სცენაზე – როგორც ცნობილია,… Continue reading პრეზენტაციის შემდეგ

და კვლავ WWDC 2009-ის შესახებ

მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ხვალ საღამოს 9 საათიდან დაიწყება პირდაპირი ტრანსლაცია WWDC-იდან. გავაკეთე ახალ არხი ტვიტერზე: http://twitter.com/gemug ვინც ვერ ახერხებთ ხვალ საღამოს ბარ დუნაში მოსვლას, შეგიძლიათ აქ უცქიროთ.

Apple ემზადება WWDC-ისათვის: საგამოფენო ცენტრის ფოტოები

კვირაზე ნაკლები დრო დარჩა კონფერენციის დაწყებამდე. უკვე 8 ივნისს ფილ შილერი მოხსენებით გამოვა და გახსნის ღონისძიებას. დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ცალი თვალით შევიჭყიტოთ ღონისძიების ჩატარების ადგილზე. ადამ ჯეკსონის მიერ გადღებული ფოტოების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლევანდელი კონფერენციის ლოზუნგი იქნება: „One year later. Light-years ahead“ (ერთი წლის შემდეგ. წინ სინათლის წლებია). ეს ფრაზა ეხება პროგრამების მაღაზიას… Continue reading Apple ემზადება WWDC-ისათვის: საგამოფენო ცენტრის ფოტოები