Telefonica კიდევ 500 მილიონ აბონენტს მიიღებს

საინფორმაციო სააგენტო Reuters–ის სიტყვებით, კომპანია Telefonica გაყიდის Apple iPhone–ს ერთდროულად 16 ქვეყანაში, მათ შორის ლათინოამერიკულ ქვეყნებში (არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, ეკვადორი, გვატემალა, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა) და ჩეხეთში. ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, კომპანია დამატებით 500 მილიონი ახალი მომხმარებლის გადმობირებას აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონი არ იქნება ოპერატორზე მიბმული.

ამას წინათ Telefonica–მ განაცხადა, რომ 11 ივლისიდან დაიწყებს iPhone–ის გაყიდვებს ესპანეთში. დღესდღეობით Telefonica აწვდის „ვაშლოფონებს“ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას თვისი განყოფილების O2–ის მეშვეობით.