წარსულის ფურცლები

კომპიუტერი Mac XL არასდროს სარგებლობდა სიყვარულით მყიდველებს შორის: მანქანა აღჭურვილი იყო უცნაური ეკრანით, რომლეზეც გამოსახულება გაწეილი იყო, ამის გარდა ორი დისკწამყვანი არ ჯდებოდა მაკინტოშების სტანდარტულ პარადიგმაში. ამიტომ დიდად არავის დაწყვეტია გული, როდესაც მათი წარმოება შეწყდა.

ისტორიის პიკანტურიბა იმაშია, რომ თავის დროზე სწორედ ამ მოდელმა უბიძგა პირველი მაკის წარმოშობას ხელი. როგორ? ძალიან მარტივად — ადრე ეს მოდელი ცნობილი იყო როგორც Lisa.

Apple Lisa
Apple Lisa

და მიუხედავად იმისა, რომ ლიზა არა ნაკლებ ფენომენალური კომპიუტერი იყო, ვიდრე მაკი, მას კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, ვიდრე Mac XL-ს. ძირითადად ეს იყო მისი საშნლად დიდი ფასი.

ეს პრობლემები ეფლმა თითქმის გადაჭრა, თუმცაღა მანქანის ბედი მაინც გადაწყვეტილი იყო: 1985 წლის 15 მაისს მისი წარმოება შეწყდა.