tt-8ball 1.0

tt-clock–ის შემქმნელებმა ახალი ქმნილება წარმოადგინეს, სახელწოდებით tt-8ball. ეს ამერიკაში მეტად პოპულარული, გადაწყვეტილებების მიმღები ბურთულის „Magic 8-ball–ის“ სიმულატორია. მაგიური ბურთულა ეკრანზე გამოიტანს და წარმოთქვამს ფრაზებს.

iPhone–ის შენჯღრევის შემდეგ დაინახავთ ახალ რჩევას, ხოლო დისპლეიზე დაწოლის შემდეგ მოისმენთ მას. დამატება ხელმისაწვდომია რეპოზიტორიუმში BigBoss.