Valve: არ გადახვიდეთ 10.6.4 ვერსიაზე

გასული კვირის ბოლოს Valve-მ გააფრთხილა Steam-ის მომხმარებლები, რომ მაკის განახლება 10.6.4, რომელიც ასევე გასულ კვირას გამოვიდა, იწვევს თამაშებში წარმადობის ვარდნას NVidia-ს ბარათებზე. შედეგად Valve გვირჩევს არ განვაახლოთ ოს-ი.

Valve-მ ყველანი ძალიან გაგვახარა, როდესაც თავისი პლათფორმა Steam-ი გადაიყვანა Mac OS X-ზე და დაიწყო თამაშების პორტირება მაკისათვის. მაკის მომხმარებლები Windows-თან შედარებით უფრო სტაბილურად მომუშავე თამაშებით ტკბებოდნენ, სამაგიეროდ იძულებულნი იყვენენ უფრო დაბალი წარმადობით ეთამაშათ, რაც თამაშს პეწს უკარგავდა.