ვამცირებთ PDF-ფაილების ზომას ShrinkIt-ის საშუალებით

არსებობს საკმაოდ ბევრი პროგრამა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია PDF-ფაილის ზომის შემცირება, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ Mac OS X-ში ეს ფუნქცია ნაგულისხმევად ჩაშენებულია Preview-ში. ამისათვის საკმარისია უბრალოდ გახსნათ PDF-ფაილი და ხელახლა შეინახოთ. ამ დროს ფაილის ზომა მცირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ ჩართული თოლია „Reduce File Size“ ჩამოსასშლელი მენიუდან „Quartz Filter“.

რის ხარჯზე ხდება ზომის შემცირება? იმის ხარჯზე, რომ Preview  ფაილიდან აგდებს ყველა არასაჭირო ინფორმაციას: წინასწარი დათვალიერების სურათებს, მეტამონაცემებს და ა.შ. ეს ხრიკი განსაკუთრებით კარგად მუშაობს იმ ფაილებთან, რომლებიც შექმნილია Adobe Illustrator-ში და InDesign-ში.

ერთ ფაილს ამ გზით მოვერევით, მაგრამ რა ვქნათ, თუ ბევრი ფაილი გვაქვს დასამუშავებელი? ამ შემთხვევისათვისაც გვაქვს პროგრამა, უფასო ShrinkIt-ი, რომელიც Preview-ს ხერხს იმეორებს, მაგრამ ერთდროულად ბევრი ფაილის დამუშავება შეუძლია.

სისტემური მოთხოვნები: Mac OSX 10.6 ან უფრო ახალი.

გავრცელება: freeware.
გადმოტვირთეთ (181 კბაიტი)
.