გასულ კვირას რამოდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი სრულიად შეწყვეტენ ფლეშის გამოყენებას საკუთარ საიტებზე, ან შექმნიან საიტების iPad-ისათვის სპეც ვერსიას. ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით იმის შესახებ, რომ ამან მასიური სახე მიიღო, თუმცა ეს ფაქტი კომპანია Adobe-სათვის უკვე შემაშფოთებელი უნდა იყოს.
Flash-ზე უარის თქმის პიონერი გახდა Virgin America. ავიაკომპანიის ტექნიკური დირექტორი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა ისინი დაკავებულნი არიან კორპორატიული საიტის გადაკეთებით. მის ახალ ვერსიაში Flash-ი საერთოდ არ იარსებებს. ეს კეთდება უკეთესი თავსებადობისათვის.
Virgin-ს სხვა კომპანიებმაც აუბეს მხარი. გამომცემლობამ Wall Street Journal განაცხადა, რომ მისი საიტის ნაწილი მაინც გადაკეთდება iPad-ისათვის და არ ექნება ფლეში. ასეთივე განცხადებები გააკეთეს National Public Radio-ში.
მასონები მოდიააააააააააააან :D