WordPress 10 წლისაა

wordpress_logo

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი CMS, WordPress 10 წლის გახდა. დღეისათვის მას იყენებს ბლოგერებისა და პროფესიონალების უზარმაზარი არმია, მათ შორის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა CNN, TechCrunch, Dow Jones, UPS, NBC Sports, TED და სხვა მრავალი.

ამ თარიღის არსანიშნავად მეტ მიულევენგმა (Matt Mullenweg), რომელიც WordPress-ის ავტორია და რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ნიშანი, საკუთარ ბლოგში სტატია გამოაცხო. როგორც განვლილი ათი წელი ცხადყოფს, WordPress — კიდევ ერთი წარმატებული პროდუქტია, რომლის განვითარებაც მოხალისეთა დამსახურებაა.

WordPress-ის ისტორია რეალურად 2001 წელს იწყება, როდესაც b2-ძრავის ავტორმა მაიკლ ვალდიჰიმ (Michel Valdrighi) პირველი ჩანაწერი გააკეთა:

This is the first post.
Edit or delete it, then start blogging!: )
michel v @ 21:40:11 944

დაახლოებით ორი წლის შემდეგ b2-ძრავის განვითარებაზე ზრუნვას იწყებენ მეტ მიულევენგი და მაიკლ ლითლი და ახალ სახელს არქმევენ, WordPress. ხუთი დღის შემდეგ გამოვიდა WordPress-ის პირველი ვერსია 0.7.

როგორც ჩამოტვირთვების მრიცხველი გვიჩვენებს, WordPress-ის უახლესი ვერსია, 3.5 უკვე 21 მლნ.-ზე მეტჯერ ჩამოიტვირთა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ WordPress-ის დეველოპერთა მთელ გუნდს ამ თარიღს. აგრეთვე ვულოცავ ჩვენს თავსაც, ვიანიდან ჩვენ საშულება გვეძლევა ვისარგებლოთ ამ შესანიშნავი ძრავით!

წყარო: WordPress


Comments

3 responses to “WordPress 10 წლისაა”

  1. ამაყი ვარ, რომ არსებობის 10 წლიდან, 8 წელი ვიყენებ :)

    1. მართლაც, ძალიან კარგი რამეა! თუმცა ახლა მალე ახალი ბლოგინგის სისტემა გამოდის, Ghost, რომელზეც დიდ სტატიას ვამზადებ.

      1. მე ჯერ ძველიც მყოფნის :)