ხელმისაწვდომი გახდა WordPress-ის ახალი ვერსია, 3.3.2 — ყველა ადრეული ვერსიის განახლება.
უსაფრთხოების მოსამატებლად განახლდა სამი გარე ბიბლიოთეკა, რომლებიც შედის WordPress-ის დისტრიბუტივში:
- Plupload (ვერსია 1.5.4), რომელიც WordPress-ში გამოიყენება ფაილების ასატვირთად;
- SWFUpload, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში ფაილების ასატვირთად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს;
- SWFObject, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში Flash-შიგთავსის ჩასასმელად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს.
მადლობას ვუხდით ნილ პულს და ნათან პარტლანდს Plupload-სა და SWFUpload-ში შეცდომების დროული გამოვლენისათვის, ასევე შიმონ გრუშეცკის SWFUpload- ში შეცდომის მოძიებისათვის.
WordPress 3.3.2 ასევე შეიცავს:
- პრივილეგიის შეზღუდული გაზრდის გასწორება, რომელიც ადმინისტრატორს საშუალებას აძლევს გამორთოს ჩადგმები, რომლებიც გააქტიურებულია მთლიანი ქსელისათვის;
- XSS- შეცდომის გასწორება URL-მისამართების ბმულებად გადაქცევისას;
- XSS-შეცდომის გასწორება კომენტარის გაგზავნის შემდეგ გადამისამართებისას, აგრეთვე URL-მისამართების გაფილტვრისას.
qartuli versia rodis iqnebaa?
ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად გამოვუშვათ ქართული ვერსია.