WWDC 2008: ახალი Mac OS X 10.6?

რაც უფრო ახლოვდება WWDC, მით მეტი ინფორმაცია ჩნდება იმის შესახებ, თუ რით გაგვახარებს Apple ამ კონფერენციაზე. ბლოგ TUAW–ის ინფორმაციით, სტივ ჯობსმა შესაძლოა უკვე 9 ივნისს წარმოადგინოს საოპერაციო სისტემა Mac OS X–ის ახალი ვერსია – 10.6.

ჯერჯერობით 10.6 ვერსიის კოდური სახელწოდებაც კი არ არის ცნობილი, მაგრამ უკვე საუბრობენ მის ახალ ფუნქციებზე. TUAW–ის წყარო ირწმუნება, რომ Apple–ის ძირითდი ძალისხმევა საოპერაციო სისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ იქნება მიმართული. ასევე ელიან, რომ Mac OS X 10.6–ს აღარ ექნება PowerPC–ის პროცესორების მხარდაჭერა, ანუ მისი გამოსვლით დასრულდება Apple–ის გადასვლა Intel–ის არქიტექტურაზე.

Mac OS X 10.6–ის ფინალური რელიზი შესაძლოა უკვე 2008 წლის დეკემბერში შესდგეს, ხოლო გაყიდვების დაწყება, TUAW–ის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარში Macworld–ის გამოფენაზეა დაგეგმილი, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია.

გაქვთ რაიმე მოთხოვნები ახალი სისტემის მიმართ? არსებობს ფუნქციები, რომლებიც არ გხვდებათ Leopard–ში?

P.S. მაკსპუნზე შედგება WWDC–ზე სტივ ჯობსის პრეზენტაციის პირდაპირი ტექსტური ტრანსლაცია.