არ მოგწონს iPod-ის სტანდარტული ფერები? არ მოგწონთ ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი – მაშინ შეიძინეთ iPod-ი ახალ, ოქროს გაფორმებით.
კომპანია Xexoo-მ გამოუშვა Apple-ის პოპულარული მედიადამკვრელი 18 კარატიანი ოქროთი დაფარულ კორპუსში.
„სათამაშოს“ ფასი შეადგენს 14000 ევროს.
მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად ფეშენებელური და „ჯაან ტაკოი“ აპარატი, მაშინ Xexoo-ს შეუძლია შემოგთავაზოთ ბრილიანტებით ინკრუსტირებული iPod Shuffle-ი. ბრილიანტებით მოპირკეთებული აპარატის ფასი ჯერ უცნობია.
ოქროს iPod-ის შეკვეთა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მას თქვენ მოგართმევენ ლამაზ ხის ყუთში შეფუთულს, რომელსაც პიანინოს ფორმა აქვს.
მომხმარებელს შეუძლია არ ინერვიულოს სერვისთან დაკავშირებით (ასეთ ფასად! :)). პლანეტის რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ, Xexoo შეგიცვლით დაზიანებულ მოწყობილობას რაც შეიძლება სწრაფად.
წყარო: Web Squirrel