Microsoft-მა გამოუშვა მორიგი განახლება Office 2004-სთვის

საოფისე პაკეტის მორიგი განახლება უზრუნველყოფს იმ უწესრიგობების აღმოფხვრას, რომლებიც ბოროტმოქმედს აძლევს საშუალებას ჩატვირთოს კომპიუტერის მეხსიერებაში მავნე კოდი და მოახდინოს ნებისმიერი კოდის დისტანციური გაშვება. კომპანიის განცხადებით, ყველაზე დიდ საფრთხეს ეს უწესროგობა უქმნის მომხმარებლებს ადმინისტრატორის პრივილეგიებით.

Microsoft Office 2004 for Mac 11.3.7 განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან. ფაილის ზომა – 8,6 მბაიტი. ინსტალაციის წინ უნდა დარწმუნდეთ, რომ ადრეული განახლება დაინსტალირებულია – Microsoft Office 2004 for Mac 11.3.6 Update.

წყარო: Microsoft Mactopia