დამოუკიდებელმა პროგრამისტმა, რომელიც თავის თავს Arminius2 უწოდებს, გამოუშვა ჩეტის პროგრამის წინასწარი ვერსია iPhone-ისათვის, რომელიც შესრულებულია OS X ოპერაციული სისტემის ჩადგმული პროგრამის სახით.
პროგრამა, რომელსაც სახელად ApolloIM ჰქვია, ამ მომენტში ტესტირების რეჟიმშია. თვითონ ავტორი აღიარებს, რომ ჩამოსატვირთი ვერსია ამ მომენტში ბევრ შეცდომებს შეიცავს.
„პროექტის მიზანია – Adium-ის შექმნა iPhone-ისათვის. ჩვენ ამისაკენ მივისწრაფით“, – აცხადებს ავტორი.