Categories
Apple ყველა სტატია

Mac-ისა და iPhone-ის პოპულარობა ვებ-მომხმარებელთა შორის მატულობს

Apple-ის პროდუქტების წილი იმ ოს-ებს შორის, რომლებიც ინტერნეტში გამოიყენება, ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, თუ გავეცნობით Market Share-ის გამოკვლევებს, რომელიც ჩაატარა NetApplications-მა.

ამ მომენტისათვის Mac OS X-ი მუშაობს კომპიუტერების 7,46%-ზე (ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი იყო 6,4%), ხოლო iPhone-ი გამოიყენება ქსელში 0,14%-ის მიერ და ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოპერაციული სისტემებისა, გარდა Windows-ისა, Linux-ისა და Mac OS X-ისა, ერთად აღებული. კვლავინდებურად ლიდერობს Windows-ი, რომელსაც ეკუთვნის ბაზრის 91,58%, რაც 1,33%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს.

წყარო: NetApplications