AT&T ემსახურება 2.5 მილიონ iPhone-ს

მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორ AT&T–ს, რომელიც აშშ–ში Apple–ის პარტნიორი გახლავთ, უკვე 2,5 მილიონზე მეტი ისეთი აბონენტი ჰყავს, რომელიც ოფიციალურად იყენებს iPhone–ს, განაცხადა AT&T–ის ფინანსურმა დირექტორმა რიქ ლინდნერმა (Rick Lindner), Reuters–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლინდნერის სიტყვებით, iPhone–ის ტიპიური ოფიციალური მომხმარებელი მობილურ კავშირში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დოლარს ხარჯავს. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც ხარჯავენ კომუნიკატორ BlackBerry Curve–ის მფლობელები, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად მოწყობილობების ფასთა შორის სხვაობა: მაშინ, როდესაც iPhone–ების უმეტესობა იყიდება 499$–ად (16–გიგაბაიტიანი მოდელი), მომსახურების გარკვეული პაკეტის არჩევისას, Curve სულ რაღაც 99$ დაგიჯდებათ. იმავდროულად iPhone–ის მომავალი მოდელის ფასი ჯერ არ არის განსაზღვრული, განაცხადა ლინდნერმა.

ბოლო დროს რამდენიმე ოპერატორმა (მათ შორის Vodafone–მა და Orange–მა) მრავალ ქვეყანაში iPhone–ის გაყიდვების დაწყების თაობაზე განაცხადეს. თანაც ზოგიერთ მათგანში, კერძოდ, ავსტრალიაში და იტალიაში, Apple–ის ტელეფონის შეძენა რამდენიმე პროვაიდერთან იქნება შესაძლებელი. თუმცა ექსკლუზივზე უარის თქმა სავარაუდოდ არ შეეხება AT&T–ს, რამეთუ კომპანიამ iPhone–ის გაყიდვაში საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია.

წყარო: Reuters

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).