Categories
Apple ყველა სტატია

სულ მალე iPhone-ში ვიხილავთ VLC-ს

ZodTTD, რომელიც ცნობილია iPhone–ისთვის ემულატორების სერიის შექმნით, უახლოეს მომავალში პოპულარული მედიაფლეერის VLC–ის პორტირებაზე იტყობინება. ამჟამად პროგრამა მზადაა mpeg / mpg, avi, mp3 ფორმატების აღწარმოებისთვის. უახლოეს მომავალში დაემატება flac–ის, ogg–ის, wma/wmv–ის, DivX–ის და VCD–ის მხარდაჭერა.

ამჟამად დამატება მხოლოდ ტესტერთა ვიწრო წრისათვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ავტორი ირწმუნება, რომ ცოტა ხანში ყველა მსურველი შეძლებს გახდეს iPhone–ისთვის VLC–ის მფლობელი.