WebKit-ში JavaScript-ის წარმადობა 1,6-ჯერ გაიზარდა

პროექტმა WebKit–მა, რომლის ფარგლებშიც იქმნება ვებ–ბრაუზერ Apple Safari–ში გამოყენებადი ღია კოდიანი ვებ–გვერდების აღწარმოების მექანიზმი, JavaScript–ის ახალი, გაუმჯობესებული ინტერპრეტატორი, სახელწოდებით SquirrelFish, წარმოადგინა. JavaScript — არის სცენარების ენა, რომელსაც მრავალი ვებ–საიტი იყენებს.

შემქმნელების სიტყვებით SquirrelFish 1,6–ჯერ უფრო სწრაფად ასრულებს JavaScript–ის სკრიფთებს ვიდრე Webkit/Safari 3.1. აღსანიშნავია, რომ Safari–ის ბოლო ვერსიამ 3.1–მა, Safari 3.0–თან შედარებით, JavaScript–ის ინტერპრეტატორის ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილი მწარმოებლურობა შესთავაზა მომხმარებლებს.

SquirrelFish–ის მექანიზმს უთუოდ გამოიყენებენ Safari–ის მომავალ ვერსიებში, მაგრამ მისი დანერგვის ვადები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: WebKit.org