Categories
Apple ყველა სტატია

Apple-მა iPhone SDK-ის ახალი ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple–მა მობილურ ტელეფონ iPhone–ში და მულტიმედიურ ფლეერ iPod touch–ში გამოყენებული საოპერაციო სისტემა OS X–ისთვის დამატებების შესაქმნელი ინსტრუმენტების ნაკრების (iPhone Software Development Kit, iPhone SDK) მეშვიდე ბეტა–ვერსია გამოუშვა. iPhone SDK–ის ბოლო ანაწყობის იდექსია 9M2199.

კომპანიამ იმავდროულად iPhone–ის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის iPhone Software v2.0 build 5A33 ბეტა–ვერსიაც განაახლა, რომელსაც ბოლო დროს OS X iPhone–ს უწოდებს. AppleInsider–ის ცნობით, განახლებაში გასწორებულია IPSec VPN ანგარიშებთან მუშაობისას წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემა, ხოლო ყველა მითითება .Mac შეცვლილია მომსახურების ახალი სახელწოდებით MobileMe.

iPhone SDK–ის ყველა განახლების ჩამოტვირთვა ხელმისაწვდომია დარეგისტრირებული შექმნელებისთვის. ფაილის ზომა 1,19 გბ–ია.