Categories
Apple ყველა სტატია

Mariner Calc ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ში

Mariner Software-მა განაცხადა, რომ App Store-ში გამოჩნდება პროგრამა, რომელიც შესაძებლობას მოგცემთ დაარედაქტიროთ MS Excel-ის ცხრილები. ჩვენ უკვე ვიცით, ახალი ჩანაკერი შესაძლებლობას მოგვცემს დავათვალიეროთ MS oFfice-ის დოკუმენტები, მაგრამ Apple-ი არაფერს არ იძახის ჯერ-ჯერობით მათი რედაქტირების შესახებ.

Mariner Software-ის პრეზიდენტი მაიკლ რეი MacWorld-თან ინტერვიუში ამბობს, რომ Mariner Calc-ი მზადაა 80%-90%-ით და ზუსტად იქნება AppStore-ში. მაიკლის განცხადებით, პროგრამა დაარედაქტირებს *.xls ფაილებს სხვა ფორმატში გარდაქმნის გარეშე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს 1 მლნ. სტრიქონთან და 32000 სვეტთან, გახნას ერთბაშად რამდენიმე ცხრილი ერთ დოკუმენტში და იმუშაოს დიაგრამებთან და ობიექტებთან. Mariner Calc-ის ფასი ჯერ უცნობია.