SproutCore — Cocoa Web-პროგრამებისათვის

WWDC 2008 კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, Apple-მა გადაწყვიტა გამოიყენოს თავის სისტემებში JavaScript-არე ღია წყაროთი SproutCore, რომელიც გააფართოებს JavaScript-ის შესაძებლობებს. თვითონ კომპანიის განცხადებით, SproutCore — ღია კროსპლათფორმული JavaScript-არეა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას web-პროგრამები, რომელთა გამოყენებაც ისევე მარტივია, როგორც ჩვეულებრივი პროგრამებისა.

აგრეთვე ცხადია, რომ ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც Apple-ს უნდა რომ მოწვდეს, ეს არის Adobe Flash-ტექნოლოგიის ალტერნატივის მიღება.

ზოგიერთი მონაცემით, SproutCore-ტექნოლოგიამ უკვე ჰპოვა გამოყენება MobileMe, სერვისის ცალკეულ ადგილებში. ამის გარდა, დადის ხმები, Apple-მა შეიძება შექმნას web-პროგრამები — iWork-ის ანალოგებისა.

წყარო: AppleInsider