Apple-მა გამოუშვა Security Update 2008-004 Tiger-ისათვის

ოპერაციული სისტემის Mac OS X Leopard-ის 10.5.4 ვერსიამდე განახლების შემდეგ, Apple-მა გამოუშვა უსაფრთხოების სისტემის განახლებები ტაიგერისათვის — Security Update 2008-004.

განახლება აღმოფხვრის უწესრიგობებს ოს-ის შემდეგ კომპონენტებში: Alias Manager, CoreTypes, c++filt, Dock, Launch Services, Net-SNMP, Ruby, SMB File Server, System Configuration, Tomcat, VPN, WebKit. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

განახლება გამოვიდა ოთხ ვერსიაში — Security Update 2008-004 (Intel) (128 მბაიტი), Security Update 2008-004 (PPC) (80 მბაიტი), Security Update 2008-004 Server (Intel) (165 მბაიტი) და Security Update 2008-004 Server (PPC) (127 მბაიტი). დაყენება შესაძლებელია Software Update-ის მეშვეობით.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , . Bookmark the permalink.