Categories
Apple ყველა სტატია

iPhone 3.0-ის მიკროკოდის შესახებ

გუშინ ჩვენმა საიტმა გამართა თავისი არსებობს მანძილზე პირველი ტრანსლაცია Apple-ის ღონისძიებიდან. სამწუხაროდ, ტრანსლაცია ხარვეზებით წარიმართა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. შემდგომი ღონისძიებებისათვის ტექნოლოგიას დავხვეწთ.

მას ასე. ვნახოთ, თუ რა შემოგვთავაზა ეფლმა ამ ჯერზე აიფონისათვის:

  • სისტემური ბრძანებები: “ამოჭრა/კოპირება/ჩასმა”. ეს ეხება არა ამრტო ტექსტს, არამედ სურათებსაც;
  • Push-შეტყობინებები იმ პროგრამებისათვის, რომლებიც წესით უნდა მუშაობდნენ ფონურ რეჟიმში. მათი ამ ტექნოლოგიაზე გადაყვანა დაზოგავს აკუმულატორის მუხტს. ასეთი პროგრამის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ICQ;
  • წაკითხვის და ტექსტის აკრეფვის ჰორიზონტალური რეჟიმი ყველა სისტემურ პროგრამაში;
  • გაუმჯობესებული ელფოსტის პროგრამა – შესაძლებელი იქნება ერთ შეტყობინებაში რამდენიმე სურათის გადაგზავნა; შენიშვნების და to-do სიების სინქრონიზაცია;
  • Bluetooth-ის სრულყოფილი მხარდაჭერა – ანუ იგულისხმება სხვადასხვა მოწყობილობებთან ურთიერთქმედება, რაც ფაქტობრივად ხსნის ყბადაღებულ პრობლემას აიფონში ლურჯი კიჭის არარსებობის გამო. ამის გარდა დამატებული იქნება სტერეო უსადენო ყურსაცვამების მხარდაჭერა, რაც მელომანებისათვის გულზე ბალზამია;
  • MMS – მართალია ეს ტქენოლოგია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, მაგრამ არა ყველგან. ასე რომ ვისაც ეს საკითხი გაწუხებდათ, გაიხარენით!;
  • სრულფასოვანი GPS-ი – სვლაგეზის სახელმძღვანელოთი და ხმოვანი თანხლებით;
  • Spotlight – ვინც სარგებლობთ მაკით, კი იცით თუ რა მაგარი ტექნოლოგიაა ეს. ასე რომ ახლა აიფონშიც იქნება. ვინც არ იცის: ეს არის ძიების ერთიანი სისტემა, ძალზედ მძლავრი. ვინდოზავრი ახლოსაც ვერ მიფორთხდება;
  • Tethering – ანუ ტელეფონის, როგორც მოდემის გამოყენება, ძალიან მოსახერხებელია როდესაც სადმე ხართ წასული აიფონით და პორტატული კომპიუტერით. მიაერთებ და მუშაობს;
  • In-App Purchasing – შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელებს გაყიდონ შიგთავსი პორციებად. მაგალითად ელექტონული ჟურნალები ან თამაშები, სადაც შესაძლებელია თამაშის ახალი დონეების შეძენა;
  • Peer-to-Peer Connectivity – შესაძლებლობას გაძლევთ დაუკავშირდეთ სხვა მოწყობილობებს Bonjour-ით WI-FI-ის და Bluetooth-ის საშულებით;
  • Third-Party Accessory Apps – შესაძლებლობას აძლევს მესამე მწარმოებლებს შექმნან თავიანთი მოწყობილობების აიფონთან დმაკავშირებელი პროგრამული უზურნვლეყოფა. მაგალითად FM-რადიო;
  • Voice Memos – ხმოვანი ჩანაწერები.

ზემოჩამოთვლის გარდა, არის კიდევ ბევრი სიახლე. მაგალითად საფარი შეძლებს პაროლების დამახსოვრებას, ტელეფონის გაჯანჯღარავებით შეძლებთ მუსიკის გადართვას.

ყველაფერი ეს ჩვენს ტელეფონებში გაჩნდება ზაფხულში (ზუსტი თარიღი უცნობია).

არის სამწუხარო ამბებიც ძველი (2G) ტელეფონების მფლობელებისათვის. მათთან MMS-ი და სტერეო უსადენო გარნიტურა არ იმუშავებს. ანუ მოგიწევთ ახალი ტელეფონების შეძენა.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა.