WWDC 2009: ძირითად მოხსენებას 8 ივნისს წაიყვანს… ფილ შილერი

ჩვენ ყველანი, გადამკვდარი მაკისტები, ბოლო წუთამდე ვიმედოვნებდით, რომ მიმდინარე WWDC 2009-ზე ვიხილავდით სტივ ჯობს. სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუვდა. Apple-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მთავარ მოხსენებას კონფერენციაზე წელს წაიყვანს ფილ შილერი.

დეველოპერთა ყოველწლიური მსოფლიო კონფერენცია — WWDC, რომელსაც Apple-ი ატარებს, დაიწყება ძირითადი მოხსენებით ორშაბათს, რვა ივნისს, დილის 10 საათზე ადგილობრივი დროით. ძირითად მოხსენებას წაიყვანენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორების გუნდი, ფილ შილერის, ვიცე-პრეზიდენტის მსოფლიო მარკეტინგის საკითხებში, მეთაურობით. WWDC-ზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები როგორც iPhone™ OS 3.0-ის, აგრეთვე Mac OS® X Snow Leopard™-ის შესახებ.

უკვე რვა ივნისს შესაძლოა ვიხილოთ ახალი ოპერაციული სისტემა, Snow Leopard დეველოპერების ვერსია, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას მისცემს იხილონ არაჩვეულებრივი სიახლეები ამ ოპერაციულ სისტემაში, დაიწყონ თანამშრომლობა Apple-თან და თავიანთი პროგრამული პაკეტები გახადონ კიდევ უფრო უკეთესი.

ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც დაეთმობა Snow Leopard-ს და Mac-ს, წარმოდგენილი იქნება ახალი ოპერაციული სისტემის ასობით სიახლე და სიღრმისეულად იქნება განხილული ყველა ტექნოლოგიური თავისებურება, 64 ბიტიანი არქიტექტურის, QuickTime® X-ის, შემდეგი თაობის მრავალბირთვიანობის და GPU-პროცესორების მხარდაჭერის ჩათვლით. ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც მიეძღვნება iPhone OS 3.0-ს, წარმოდგენილი იქნება საწყისი და უფრო ღრმა საკითხები, რომლებიც ეხება iPhone OS 3.0 SDK-ს, რაც დეველოპერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ და სრულად გამოიყენონ ახალი API-ის ათასზე მეტი ახალი ფუნქცია.

WWDC-ის მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას გვერდიგვერდ იმუშაონ Apple-ის ინჟირნებთან, მათთან ერთად გაარჩიონ სხვადასხვა საკითხები საწყისი წყაროს დონეზე, შიგნიდან იხილონ პროგრამის შექმნის პროცესი და აგრეთვე მიიღონ რჩევები ინტერფეისის დიზაინის შესახებ.

აგრეთვე კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ:

  • დაესწრნონ ასზე მეტ ტექნიკურ სესიას თემატიკის ფართო სპექტრით;
  • იხილონ Apple-ის ათასზე მეტი ინჟინრის პრეზენტაციები ;
  • მიიღონ შესაძლებლობა ქონდეთ ურთიერთობა ათასობით თანამოაზრესთან მსოფლიო მასშტაბით.

სხვადასხვა ბლოგერები ვერ თანხმდებიან საკითხში, თუ როდის იქნება წარმოდგენილი ახალი iPhone-ი. ზოგიერთი თვლის, რომ Apple-ი, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჯერ მოგვიყვება Snow Leopard-ის სიახლეებზე და იმავწუთს წარმოგვიდგენს ახალ ტელეფონს, სხვები თვლიან, რომ ახალ მოწყობილობას მოგვიანებით, როდესაც გამოჯანმრთელდება, თვით სტივი წარმოგვიდგენს და ეს მოხდება ივნისის ბოლოს.

Mac Daily News-ის რედაქცია ჯერ კიდევ იმედოვნებს სტივის ნახვას აღამასრულებელი დირექტორების გვერდით, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია: სტივის ბიულეტენი ოფიციალურად ივნისის ბოლომდე გრძელდება და ეს ფაქტია.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.