სუბიექტური აზრი iPhone OS 3.0-ის შესახებ

უკვე თითქმის კვირაა, რაც გამოვიდა აიფონის ახალი მიკროკოდი. მე არ ვაყენებდი ჩემს 2G ტელეფონზე ბეტა ვერსიის მიკროკოდებს, შესაბამისად დაველოდე Pownage Tool-ს და შევუდექი. მინდა გითხრათ, რომ პირველი ცდა უვარგისი აღმოჩნდა. კი გადავიყვანე ტელეფონი ახალ მიკროკოდზე, მაგრამ აკუმულატორი ჯდებოდა კატასტროფული სისწრაფით. ერთი დღის განმავლობაში ორჯერ მომიწია დატენვა. ეს მოხდა შაბათს. მეორე ცდა კვირას საღამოს გავაკეთე და ტელეფონი დატენვაზე დავაყენე. 3 საათი დასჭირდა სრული მუხტის ასაღებად ტეელფონს. დღეს სამშაბათია და აკუმულატირს ხატულა დაახლობით 40% დახარჯვას გვიჩვენებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღენახევრის განმავლობაში თითქმის არ ჩამირთავს Wi-Fi, მხოლოდ რამდენიმე წიგნი ჩავწერე Stanza-ში. ველოდები მთლიანად განმუხტვას (ან 50% მაინც რომ ჩამოშორდეს). მერე დავტენი და სრული დატვირთვით გამოვიყენებ.

ახალი ფუნქციები მომეწონა. თუმცა რევოლუციური არაფერი არ ყოფილა პირადად ჩემთვის. პირველი თაობის აიფონზე მივიღეთ მხოლოდ კოპირება/ჩასმა, მტშ-ებში ცალკეული გზავნილების წაშლა, გლობალური ძებნა და კიდევ რაღაც წვრილმანი მივიღეთ. თუ გინდა რომ ახალი ფუნქციები სრულად გამოიყენო, ახალი მოდელი უნდა შეიძინო, რაც ოქტომბრამდე სავარაუდოდ არ მემუქრება. :)

მოკლედ, ნებისმიერი მოდელის აიფონის მფლობელს ვურჩევ გადავიდეს ახალ ვერსიაზე. ნამდვილად ღირს!

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).