ახალი რეკორდი: Q2’2010

2010 ფისკალური წლის მეორე კვარტალი ეფლისათვის 27 მარტს დასრულდა, ხოლო ამომწურავი ინფორმაცია კომპანიამ 21 აპრილს გამოაქვეყნა. კომპანია იუწყება 13,5 მლრდ. დოლარიან შემოსავალზე, საიდანაც 3,07 მლრდ. დოლარი სუფთა მოგებაა. შედარებისათვის: ერთი წლის წინ ეს მონაცემები იყო 9,08 და 1,62 მლრდ. დოლარი.

რაოდენობრივი მონაცემები ასეთია: გაყიდულია 2,94 მლნ. მაკი (გაყიდვებმა წლის განმავლობაში 30%-ით იმატა), 8,75 მლნ. აიფონი (131%-იანი ზრდა) და 10,89 მლნ. აიპოდი — დამკვრელების გაყიდვები შემცირდა 1 პროცენტით. კომპანიის მარჟამ შეადგინა 41,7%. უცხოური გაყიდვები საერთო ჯამში წარმოდგენილია 58%-ით.

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).