ისრაელმა მოხსნა აკრძალვა iPad-ის შეტანაზე

ისრაელმა მოხსნა აკრძალვა iPad-ის შეტანაზე, რომლეიც შემოიღო იმის შიშით, რომ მოწყობილობა არ იქნებოდა თავსებადი ქვეყნის უსადენო ქსელთან და რომ ამასმათი განცხადებით შეეძლო ზიანის მიყენება.

ანალოგიური სტანდარტებია უსადენო კავშირგაბმულობაზე მრავალ ევოპულ ქვეყანაში, თუმცა არცერთ მათაგანს არ გაუკეთებია ანალოგიური.

აკრძალვა დაიწყო აშშ-ში გაყიდვების დაწყებიდან ცოტა ხანში, როდესაც ისრაელის მოქალაქეებმა დაიწყეს აიპადის შეკვეთა ინტერნეტ-მაღაზიებში. როგორც კი საბაჟოზე შემოვიდა მოწყობილობა, მთავრობამ უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს „არასწორი“ გაჯეტია. ამით რათქმაუნდა გამოიწვია მოსახლეობის გააფთრება.

„დიახ, ეს კარგი პიარი იყო“, — აღაიარა ისრაელის კავშირგაბმულობის სამინისტროს პრეს-მდივანმა იეჰიელ შაბიმ. მითუმეტეს, რომ შემოწმებამ ვერაფერი ცუდი ვერ გამოავლინა.