Apple-მა სთხოვა FCC-ს არ გაამხილოს ინფორმაცია iPhone 4-ის შესახებ

ეფლის მანიაკალური სიყვარული ყველაფრის ტოტალური გასაიდუმლოებისა კიდევ ერთხელ გამოვლინდა ახალი აიფონის პრეზენტაციის შემდეგ: სულ რაღაც სამი დღის შემდეგ კომპანიამ ამერიკული ფედერალური კომიის მიმართ გააგზავნა ოფიციალური თხოვნა არ გაამხილოს ახალი მოდელის ტექნიკური მონაცემები უახლოესი 45 დღის განმავლობაში.

პრინციპში არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა — კუპერტინოდან რეგულარულად იგზავნება ასეთი სახის წერილები FCC-ში, თუმცა წელს ამ ყველაფერს პიკანტურობის ელფერს ამატებს მაისის თვეში ეფლიდან საიდუმლო ინფორმაციის დიდი გადინება.

ნეტავ რა უნდა დამალოს ეფლმა ამ თვენახევრის განმავლობაში? პირველ რიგში ახალი მოდელის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — ჭორების მიხედვით iPhone 4-ი იყენებს 512 მბაიტს, ორჯერ მეტს, ვიდრე წინა მოდელი. ასევე საიდუმლოთა სიაშია უშუალოდ პროცესორის მახასიათებლები და ჩარჩო-ანტენის შესაძლებლობები.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.