FaceTime ზარებს არ ჭირდებათ ხმოვანი კავშირი

Silicon Alley Insider-ი გვატყობინებს, რომ FaceTime ვიდეო-ზარები არ მოითხოვენ მუდმივი ხმოვანი კავშირის არსებობას ტელეფონებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ FaceTime-ის ჩასართავად აუცილებელია Wi-Fi უსადენო ქსელი, კავშირის დამყარება ხორციელდება ჩვეულებრივი GSM-ქსელით. ხმოვანი გამოძახება წყდება იმავწუთას, რაც ჩაირთვება FaceTime-ი, შესაბამისად ასეთი კავშირის დროს ფული არ ჩამოგეჭრებათ ბარათიდან.

FaceTime-ის წარმოდგენისას სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ შემდგომში შესაძლებელი იქნება ამ ტექნოლოგიის Wi-Fi ქსელების გარეშეც ამუშავება, თუმცა ამისათვის საჭიროა ცალკე მოცულობის სამუშაოთა ჩატარება მობილური კავშირის ოპერატორებთან. ამჟამად FaceTime ტექნოლოგია მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 4-ში, თუმცა მასში გამოყენებულია ღია სტანდარტები — h.264, AAC და ა.შ., ხოლო თვითონ FaceTime-ი ეფლმა ასევე ღია გახადა.

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).