Category: ყველა სტატია

  • iPhone Speedtest — EDGE vs WiFi

    გერმანელმა ბლოგერმა ალექსმა შეგვატყობინა EDGE და Wi-Fi ტექნოლოგიების სპიდტესტის შედეგები. მისი მსვლელობისას ალექსმა აღმოაჩინა საინტერესო ფაქტი, რომელიც სპეციალური ქსელის ან შეღწევის წერტილის შექმნაში და შემდეგ, EDGE ტექნოლოგიით ინტერნეტ–კავშირის დროს, IP მისამართის ცვლილებისას სტანდარტული ქსელური მარშრუტის შეცვლაში მდგომარეობს. თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შეძლებთ EDGE–ის მეშვეობით იმ ვებ–დამატებების გაშვებას, რომლებიც მანამდე მხოლოდ Wi-Fi–ით ეშვებოდა (მაგალითად iTunes Store).

    ჯერჯერობით ტესტის სიზუსტე ვერ შევამოწმეთ, ამიტომაც სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ამ ბლოგში (არა სარეკლამო მიზნებისთვის) მრავალი საინტერესო ვიდეოტესტის ნახვა შეიძლება, მაგალითად, „Skype–ის გამოყენება EDGE–თი“.

  • BusinessWeek-ის IT-კომპანიების რეიტნგში Apple-მა მეორე ადგილი დაიკავა

    BusinessWeek–მა გამოაქვეყნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე 100 წამყვანი კომპანიის რეიტინგი.

    InfoTech რეიტინგში პირველი ადგილი კვლავ უდიდესმა ონლაინ–მაღზიამ Amazon.com–მა დაიკავა, მას კუდში მიყვებიან Apple და პოპულარული კომუნიკატორების BlackBerry–ის მწარმოებელი კომპანია Research In Motion (RIM). გასულ წელს ქუფერთინოელი კომპანია რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე იყო, მაგრამ მოახერხა მეორე პოზიციაზე გადასვლა, კარგი ფინანსური მაჩვენებლებისა და გაყიდვების ზრდის წყალობით.

    დასახელებული კომპანიების გარდა წამყვანი IT-კომპანიების ხუთეულში შევიდნენ Nintendo და Western Digital, ხოლო მეექვსე–მეათე ადგილები America Movil–ს, China Mobile–ს, Nokia–ს, Asustek–ს და High Tech Computer–ს ერგოთ.

    InfoTech რეიტინგი 1998 წლიდან ქვეყნდება.

    წყარო: BusinessWeek

  • Apple მზის ბატარეების შექმნაზე მუშაობს?

    Apple–ის ინჟინრები, საკუთრი კომპანიის მომავალი პროდუქტების კვებისთვის, მზის ბატარეების გამოყენების შესაძლებლობას იკვლევენ. ამ საკითხზე მსჯელობა, ვებ–საიტ MacRumors–ის მიერ საპატენტო განაცხადის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.

    მზის ბატარეების გამოყენებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს Apple–ის მობილური მოწყობილობების – ნოუთბუქების, ტელეფონების, პლეერების, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. მათი გამოყენების პრობლემა კი იმაშია, რომ ფოტოელემენტების ბატარეებმა საკმაოდ დიდი ფართობი უნდა დაიკავონ, ამასთან ისინი საკმაოდ ადვილმსხვრევადი არიან, რაც არ იძლევა მობილური მოწყობილობების ამჟამად „ცარიელ“ ადგილებზე, მაგალითად ნოუთბუქის გარე ზედაპირზე, მათი განთავსების შესაძლებლობას.

    Apple–ის ინჟინერები სთავაზობენ ენერგომაგენერირებელი შრის, დისპლეის „ბუტერბროდში“ – მინისა და LCD–ის შრეებსა და დრეკადი საბეჭდი პლატის შრეს შორის განთავსებას. ამგვარი მიდგომის კიდევ ერთ უპირატესობას, მოწყობილობის გარეგანი იერის შენარჩუნება წარმოადგენს.

    2001 წელს მსგავსი ტექნოლოგია დააპატენტა Motorola–ამ, მაგრამ მასში ფიგურირებდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აღმოფხვრილია Apple–ის ქმნილებაში.

    წყარო: MacRumors

  • Apple-მა Mac OS X 10.5.3-ის ახალი სატესტო ვერსია გამოუშვა

    უახლოეს მომავალში საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ის ნალოდინევი ახალი ვერსია – 10.5.3 შეიძლება გამოვიდეს. გასული კვირის ბოლოს Apple–მა ტესტერებს გაუგზავნა განახლების მორიგი წინასწარი ვერსია 9D34, რომლის თანმხლებ დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთი შესწორებაა მითითებული, ხოლო ცნობილი პრობლემების სია სულაც ცარიელია, იტყობინება Apcmag.

    მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში გამოსულმა Leopard–ის წინა განახლებამ – Mac OS X 10.5.2, საოპერაციო სისტემის სადებიუტო, ოქტომბრის რელიზში აღმოჩენილი მრავალი დაუმუშავებელი ნიუანსი გაასწორა, მომხმარებლები კვლავინდებურად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს, რომლებიც საოპერაციო სისტემის ადრეულ ვერსიებში გარდაუვალია. ანონიმურ შემქმნელებზე დაყრდნობით Apcmag–ს მოჰყავს
    მომავალ განახლებებში შესწორებების სია, რომელიც ორასზე მეტ პუნქტს შეიცავს. კომპანია სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი კომპონენტების მუშაობაზე გაამახვილონ: Audio Applications, Video Applications, 802.1X, Active Directory/Directory Services, AirPort, Back To My Mac, Graphics, Installer, Mail, Spaces, Time Machine.

    განახლების უახლოეს მომავალში გამოსვლის კიდევ ერთ საბაბს მომავალი ღონისძიება – WWDC 2008 კონფერენცია წარმოადგენს, რომელიც 9 ივნისს სან–ფრანცისკოში აიღებს სტარტს.

    წყარო: Apcmag

  • TeliaSonera გაყიდის iPhone-ს სკანდივავიის და ბალტიის ქვეყნებში

    მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა TeliaSonera–ამ გამოუშვა მოკლე პრეს–რელიზი, რომელშიც კომპანია იუწყება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში iPhone–ის გამყიდველ Apple–ის პარტნიორთა შორის იკავებს ადგილს.

    TeliaSonera–ს მეშვეობით iPhone–ის შეძენა შესაძლებელი გახდება ევროპის კიდევ შვიდ ქვეყანაში – შვედეთში, ნორვეგიაში, დანიაში, ფინეთში, ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში. ბოლოს დროს გაკეთებული სხვა ანალოგიური ანონსების მსგავსად, TeliaSonera–ს პრეს–რელიზი არ შეიცავს, არც გაყიდვების დაწყების ზუსტ თარიღს (მხოლოდ ნათქვამია, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება), არც ინფორმაციას იმის შესახებ, გახდება კომპანია ამ ქვეყნებში iPhone–ის ექსკლუზიური გამყიდველი, თუ არა.

    შეგახსენებთ, რომ მანამდე რამდენიმე კომპანიამ (მათ შორის კომპანიებმა ne–მ და Orange–მა) განაცხადა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში iPhone–ის გაყიდვების დაწყების შესახებ, თანაც ზოგიერთ მათგანში – კერძოდ, ავსტრალიაში და იტალიაში – Apple–ის ტელეფონის შეძენა რამდენიმე პროვაიდერთან იქნება შესაძლებელი.

    წყარო: TeliaSonera