• Apple არ დაუშვებს სანავიგაციო პროგრამულ უზურნველყოფას iPhone 3G-ისთვის

    Apple-ი არ მისცემს უფლებას სხვა მწარმოებლებს გამოუშვან სანავიგაციო პროგრამული უზურნველყოფა, — ამის შესახებ ვგებულობთ iPhone SDK-ს სალიცენზიო შეთანხმებიდან. თავი 3.3.7 გვამცნობს, რომ „პროგრამული უზურნველყოფა არ შეიძლება შეიქმნას რეალურ დროში ნავიგაციის მიზნებისათვის, სახმელეთო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური ან ავტონომიური კონტროლისათვის“. ამბების ასეთი განვითარება რათქმაუნდა არ გაახარებს კომპანიას TomTom, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება […]

  • Apple-მა iPhone 3G წარმოადგინა

    Apple–ის თავკაცმა სტივ ჯობსმა WWDC 2008 კონფერენციაზე მოხსენების დროს iPhone–ის ახალი, მესამე თაობის ქსელის მხარდაჭერიანი, მოდელი წარმოადგინა. „iPhone–ის გაყიდვების დაწყებიდან ერთი წლის თავზე წარმოგიდგენთ ახალ მოდელს iPhone 3G–ის, რომელიც წინანდელზე ორჯერ სწრაფი და ორჯერ იაფია – სთქვა სტივ ჯობსმა – iPhone 3G–ის გააჩნია Microsoft Exchange ActiveSync–ის მხარდაჭერა, iPhone SDK–ის მეშვეობით უშვებს გარეშე შემქმნელების შექმნილ დამატებებს […]

  • შემქმნელებმა iPhone-ის დამატებები წარმოადგინეს

    WWDC 2008 კონფერენციაზე, სტივ ჯობსის მოხსენების დროს, რამდენიმე გარეშე შემქმნელმა iPhone–ისთვის საკუთარი დამატება წარმოადგინა. Sega–ამ კვლავ წარმოადგინა თამაში Super Monkey Ball, რომელიც უკვე 100–ზე მეტ დონეს შეიცავს. კომპანიის წარმომადგენელმა WWDC–ს სცენაზე, ტელეფონის სივრცული მდებარეობის მიმღებების გამოყენებით, ამ თამაშის წარმართვის ვირტუოზული ხელოვნება აჩვენა. კიდევ ორი თამაში კომპანია Pangea–მ წარმოადგინა. ორივე პროდუქტი ნაცნობია Mac–ის მომხმარებლებისთვის — თამაში […]

  • MobileMe — .Mac-ის ახალი მომსახურების სახელი და ცოტა მეტიც

    Apple თავისი ონლაინ მომსახურების .Mac–ის რეფორმირების პროცესშია, რომელმაც, როგორ მოსალოდნელი იყო სახელიც შეიცვალა — MobileMe. WWDC კონფერენციაზე გამოსვლისას, Apple–ის საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე–პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა (Philip Schiller), MobileMe დაახასიათა როგორც „Exchange ყველასთვის“. „ყველა არ მუშაობს მსხვილ კორპორაციაში, ყველას არ გააჩნია Exchange სერვერების წვდომა, მაგრამ აწი, MobileMe–ის გამოყენებით შეძლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით სარგებლობას“, – განაცხადა შილერმა. MobileMe–ის შეუძლია — […]

  • THTouch — პოკერი ტეხას ჰოლდემი iPhone-ში

    რამდენიმე დღის წინ, iPhone–ში ტეხას ჰოლდემის პოკერის ვერსიის, THTouch–ის მოსალოდნელი რელიზის შესახებ შეგატყობინეთ. გვესმის, რომ ბევრი მოუთმენლად ელის მას. და აი აღსრულდა! დღეს არამარტო თამაშის ვიდეოდემონსტრაციის ხილვა, არამედ მოთამაშის როლში გამოსვლაც შეგიძლიათ. პირველივე თამაშის შემდეგ მიხვდებით, რომ სუპერთამაშთან გაქვთ შეხება. იგი არ გაგიცრუებთ იმედებს – ისიამოვნეთ! P.S. იმედია წესები იცით . . . რეპოზიტორიუმი: modmyifone.com/installer.xml