დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E00]

მეგობრებო, დღეიდან ვიწყებ მონო-პოდკასტის წარმოებას, რომელიც ყოველ ორშაბათს დაიდება ჩემს ბლოგში. პირველი, საპილოტე გადაცემა, რბილად რომ ვთქვათ, არეულ-დარეულია. გადაცემა ჩავწერე იმპულსურად. ჩაწერის დროს რამდენჯერმე ხელი შემიშალეს ოჯახის წევრებმა, რის გამოც ჩაწერა შევწყვიტე. მოკლედ, საშინელებაა პირველი ჩანაწერი. იმედი მაქვს, რომ შემდეგ გადაცემებში გამოვასწორებ სიტუაციას.