Tag: 3G

  • სტივ ვოზნიაკს აქვს iPad და ის 3G-ის მხარდაჭერითაა!

    ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღო iPad-ის მოდელი 3G-ს მხარდაჭერით, გახლავთ სტივ ვოზნიაკი.

    როგორ მოხდა ეს, უცნობია, მაგრამ ვოზმა მთელი დღე გაატარა სავაჭრო ცენტრში Valley Mall ლოს-ანჯელესის მახლობლად. ის იქ ამ მოწყობილობის პროპაგანდით იყო დაკავებული, პარალელურად ფანატების მაკებზე ავტოგრაფებსაც ტოვებდა.

    Woz's iPad with 3G
    Woz's iPad with 3G

    თუ დავაჯამებთ ვოზის ყველა შთაბეჭდილებას, მოკლედ ასე გამოვა: “ის იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი!”

  • GPS და 3G — მეტი შეკითხვა აღარ არის?

    არაოფიციალური წყაროს ცნობით, ახალი განახლების iPhone 2.0 დასრულებული ვერსია მიღებულ იქნა რამდენიმე ოპერატორის მიერ ერთდროულად. ეს საჭირო იყო უკანასკნელი ტესტების ჩასატარებლად UMTS/HSDPA-ს შემოწმების მიზნით GPS-ის მხარდაჭერის მიზნით. აგრეთვე გამოქვეყნდა აპარატურული მონაცემები:

    • Infineon PMB6952 / S-GOLD3 six-band UMTS / HSDPA transceive;
    • Murata LMRX3JCA-479 tri-band amplifier (ეს უნდა იყოს 3G);
    • ანტენა Sony SP9T ორმაგ GSM/UMTS რეჟიმებზე გადასართველად;
    • ARM 1176JZF-S – Main CPU (ისეთივე, როგორიცაა მიმდინარე iPhone-ში);
    • Skyworks 77427 chip – UMTS / HSDPA tx 1900MHz, rx 2100MHz;
    • Skyworks 77414 chip – UMTS / HSDPA 1900MHz;
    • Skyworks 77413 chip – UMTS / HSDPA 850MHz;
    • Internal build model number: n82ap (iPhone-ის პირველ თაობას ჰქონდა ნომერი m68ap);
    • ოპცია UMTS Power Saving – on ან off;
    • Hooks for Global Locate Library (GLL), პროგრამული უზრუნველყოფა A-GPS-ს ცენტრალური პროცესორიდან სამართავად.
  • 3G iPhone ზაფხულამდე გამოვა

    Citigroup-ის ინფორმაციით, Apple iPhone-ის ახალი მოდელი მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერით გამოვა გასაყიდად უახლოეს ოთხ თვეში.

    Citigroup-ის ანალიტიკოსი რიჩ გარდერი (Rich Garder) ასეთ დასკვნამდე მივიდა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მან მიიღო რამოდენიმე წყაროდან.

    Caris & Co.-ს ანალიტიკოსმა შელბი სერაფი (Shebly Seyrafi) თვლის, რომ Apple-ი შეძლებს შეასრულოს 10 მილიონი iPhone-ის რეალიზაციის გეგმა წლის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, ასეთი მოცულობა არსებით გავლენას ვერ იქონიებს ბაზარზე.

    წყარო: MacNN

  • 3G iPhone-ის გამოშვება გადაიდო

    RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსის მაიკ ებრემსკის (Mike Abramsky) ინფორმაციით, ნანატრი მოდელის გამოშვება გადაიდო.

    გამოცემა The Wall Street Journal-ი გვატყობინებს, რომ მთავარი მიზეზი უნდა ვეძიოთ ტესტირების პროცესის გაჭიანურებაში და პარტნიორი კომპანიების ქსელებზე მორგების პროცესში.

    ანალიტიკურმა ფირმებმა RBC Capital Markets და Bank of America Securities დადაბლეს Apple-ის აქციების სამიზნე ფასი, რამაც გამოიწვია მათი ღირებულების ვარდნა 3,4%-ით — $120,76-მდე.

    წყარო: Wall Street Journal

  • 3G iPhone ამ ზაფხულს გამოვა

    საინვესტიციო ბანკის UBS-ის ანალიტიკოსი ნიკოლა გოდუა (Nicolas Gaudois) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ iPhone-ის ახალი მოდელი, რომელსაც მესამე თაობის მხარდაჭერა ექნება, გამოვა მიმდინარე წლის ზაფხულში.

    მისი ინფორმაციით, კომპანია Infineon-ი დაიწყებს HSDPA-ჩიპების გამოშვებას ამ წლის მეორე კვარტალში.

    Infineon-ი აწარმოებს HSDPA-მოწყობილობების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის მატარებელი სიხშირის კონტროლერს (baseband controller), რადიოსიხშირულ მოდულს და კვების მართვის კონტროლერს.

    წყარო: MacNN