[youtube]http://www.youtube.com/watch?v=10A95CJfRJ8[/youtube]
Tag: Game
-
Pac3D — ახალი 3D-სათამაშო
iPac3D – სამგანზომილებიანი, 15-დონიანი თამაშობაა, ლეგენდარული Pac-Man-ის ანალოგი. მოქმედება ხდება ლაბირინთში. თქვენი ამოცანაა შეაგროვოთ სხვადასხვა კუბები და გაექცეთ მტრებს. თამაშობა მორგებადია და სირთულის სამი დონე აქვს. თუმცა ბოტები ხანდახან სულელდებიან, მაგრამ ეს არაა საშიში. მართვის მოხერხებულობისათვის ჩართეთ აქსელომეტრი.
რეპო: http://marcogiorgini.com/iPhone/plist.xml თამაში დევს განყოფილებაში 3D Apps/Games.
-
პირველი თამაში iPhone-ისათვის EA-სგან სექტემბერში გამოვა
iPhone SDK-ს შესაძლებლობების ერთ-ერთი ილუტრაცია გახდა თამაშის Spore დემონსტრაცია, რომელიც შექმნილია Electronic Arts-ის „მობილური დეპარტამენტის“ მიერ.
ინტერვიუში Engadget-თან Electronic Arts-ის წარმომადგენლებმა გვაცნობეს ზოგიერთი დეტალი Spore-თან დაკაშირებით და თავისი გეგმების შესახებ iPhone-თან მიმართებაში. მათი განცხადებით, Spore-ი, რომელიც სექტემბერში გამოვა, iPhone-ისათვის გახდება პირველი თამაში, უცხო კომპანიის მიერ გამოშვებული, თუმცა Electronic Arts-ი ეხლა უკვე მუშაობს რამდენიმე თამაშზე და აქტიურად იყენებს iPhone SDK-ს. კომპანიას ძალიან მოსწონს თაჩსქრინი და სივრცული მდებარეობის განმსაზღვრელი, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია Spore-ში სათამაშოდ. Electronic Arts-ი ძალიან კმაყოფილია Apple-თან თანამშრომლობით.
„ანიმაციური ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება iPhone-ში, შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ შესანიშნავი თამაშობები, — განაცხადა Electronic Arts-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ რიჩიტელომ (John Riccitiello). — ჩემი აზრით, iPhone-ის მფლობელები გაოგნებული დარჩებიან იმ თამაშებით, რომლებსაც ჩვენ შევქმნით ამ პლათფორმისათვის“.
წყარო: Engadget
-
Mini Golf და Scrabble — iPod-ის ახალი თამაშობები
Apple iTunes Store ასორტიმენტი კიდევ ორი თამაშობით შეივსო iPod-ისათვის — Mini Golf და Scrabble.
პირველი თამაში — მინი-გოლფის სიმულატორი — შესაძლებლობას მოგცემთ გაიაროთ სამი ტური — Tropiсal Tiki, Ancient Egypt და Freaky Circus Sideshow.
მეორე თამაში, Scrabble, წარმოადგენს აშშ-ში პოპულარული სამაგიდო თამაშის iPod-ვერსიას, ფაქტიურად „სიტყვობანაა“.
ორივე თამაშობა მუშაობს მეხუთე თაობის iPod-ზე, მესამე თაბის iPod nano-ზე და iPod classic-ზე.
წყარო: MacNN
-
ახალი „ტეტრისი“ iPhone-ისათვის
„ტეტრისის“ კიდევ ერთი რეალიზაცია Apple iPhone-ისათვის. ახალ თამაშს მშვენიერი გრაფიკა აქვს და კარგად იმართება.
დააყენეთ Installer-ის მეშვეობით : http://repo.ispazio.net