Tag: LocoGPS

  • LocoGPS — GPS-მოდული iPhone-ისათვის

    კომპანია PartFoundry მუშაობს GPS-მოდულის LocoGPS-ის შექმნაზე, რომელიც მობილური ტელეფონის დოკს უერთდება.

    ამჟამად საცდელი ეგზემპლარი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, თუმცა უკვე შეუძლია მინიმალური ფუნქციების შესრულება – შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული კოორდინატები და მიუთითოს აღნიშნული ადგილი Google Maps-ზე.

    YouTube-ის ამ რგოლში შეგიძლიათ ნახოთ შემუშავების რა სტადიაზეა მოწყობილობა.

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=RY8OxHeNKfY[/youtube]

    მწარმოებლის განცხადებით, მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა 89 დოლარად. გვინდა ავღნიშნოთ, რომ LocoGPS-ის ასამშავებლად დაგჭირდებათ „გატეხილი“ (jailbroken) iPhone-ი, თუმცაღა თებერვალში Apple-ი გამოუშვებს ოფიციალურ SDK-ს და მწარმოებლები შეძლებენ გამოუშვან „ოფიციალური GPS-მოდული.

    წყარო: PartFoundry