Opera უერთდება Adobe Flash-ის კრიტიკას

Adobe-ის და მისი Flash-ის კრიტიკა უკვე მოდურ ტენდენციად იქცა. აი ახლა Opera-ს დეველოპერებმაც ვერ მოითმინეს და ერთი-ორი კენჭის სროლა გადაწყვიტეს Adobe-ს ბოსტანში. როგორც განაცხადა ოპერას ანალიტიკოსმა, ფილიპ გრენვოლდმა, მათი ბრაუზერი ოპერა მინი ჯერ კიდევ ვალდებულია მხარს უჭერდეს Flash-ს, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. ტექნოლოგია გამოყენებადია დინამიური შიგთავსისათვის, მაგრამ უსუსურია როგორც ვიდეოს შესაფუთად პროცესორის რესურსების უაზრო გამოყენების … Read more

iPhone-ი „ოპერის“ გარეშე

ვერ მოვასწარი რა იმაზე ჩაფიქრება, თუ რა გამოვიდოდა iPhone-ისათვის ალტერნატიული ვებ-ბრაუზერის გამოშვებით, რომ ასეთი სახის პერსპექტივა მობილური Opera Mini-ს სახით აორთქლდა, როგორც შარშანედელი თოვლი. თუმცაღა, მოდით დავიწყოთ ოდნავ შორეული წარსულიდან: სამშაბათს, რვა იანვარს, Opera Software-ის ერთერთმა პროგრამისტმა დევიდ როზენმა (David Rosen) მისცა მოკლე ინტერვიუ Uberpulse ტექნო-ბლოგის რედაქტორს ჟან-ბაპტისტ სუს. საუბრის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა Opera 9.5 SDK … Read more

და კვლავ სტატისტიკა

პირველი ოქტომბრისათვის კომპანია Net Applications-ის ექსპერტებმა გამოიყვანეს კვარტალური სტატისტიკა Apple-ის პროდუქციასთან მიმართებაში. მათი არითმეთიკა 2007 წლის სექტემბრისათვის შემდეგნაირია: PPC-სისტემების წილი შეადგენს მსოფლიო ბაზრის 3,38%-ს, სულ ცოტათი ჩამორჩება ინტე-ვერსია – 3,23%, რაც ჯამში გვაძლევს 6,61%-ს მსოფლიო ბაზრისა. ეხლა შევადაროთ ეს სამი ციფრი ამ წლის ივნისის თვის მონაცემებს – მაშინ მაკინტოშების წილი შეადგენდა 6,46%-ს. ხოლო ოთხი წლის … Read more