Tag: PowerPC

  • თამაში Chessmaster 9000 Mac-ისათვის გახდა Universal Binary ფორმატის

    კომპანიამ Feral Interactive გამოუშვა პოპულარული საჭადრაკო თამაშის Chessmaster 9000-ის განახლება, შედეგად პროგრამა გახდა უნივერსალურად მოსახმარი მაკის ორივე არქიტექტურაზე — PowerPC და Intel. Chessmaster 1.1.2 (Universal Patch) აგრეთვე აღმოფხვრის ზოგიერთ პრობლემას Intel GMA x3100-სთან, .

    კიდევ ერთი სიახლეა ავტომატური განახლების ფუნქცია Sparkle, რომელიც ოპერატიულად გაცნობებთ პროგრამის განახლებბეის შესახებ.

    Chessmaster 9000-ის მშაობისათვის საჭიროა პროცესორი 700 მჰც-დან, 256 მბაიტი მეხსიერება, ვიდეობარათი მინიმუმ 16 მბაიტი მეხსიერებით და Mac OS X 10.4 ან უფრო ახალი. თამაშის ფასი — $40.

    Chessmaster 1.1.2 (Universal Patch) გადმოტვირთვა შესაძლებელია.

    წყარო: Feral Interactive

  • iPhone SDK მუშაობს PowerPC-ზე

    მიუხედავად იმისა, რომ iPhone SDK-ს სისტემურ მოთხოვნებში მკაფიოდ მოთხოვნილია Mac-კომპიუტერი Intel-ის პროცესორით, პროგრამისტმა მაიკ რანდლმა (Mike Rundle) მოახერხა მისი გაშვება iBook-ზე PowerPC G4 1,33 გჰც პროცესორით.

    iPhone SDK-ს PowerPC-Mac პლათფორმაზე გაშვების პროცედურა აღწერილია ამ გვერდზე.

    „ერთადერთი მომენტი — გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პროცესორის არქიტექტურა არ შეესაბამება მოთხოვნილს, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. აგრეთვე უცნობია, იმოქმედებნ თუ არა Apple-ის სერტიფიკატები“, — წერს ავტორი.

    წყარო: 3by9.com

  • ბებერი ხარის რქებიცა ხნავენო!

    ლაპარაკი არ უნდა – თანამედროვე მაკზე, რომელიც გატენილია ოპერატიული მეხსიერებით, ახალი სისტემა 10.5 იფრენს. მაგრამ რა ვუყოთ PowerPC-მანქანებს? ძველ „მაკინტოშებს“, რომლებიც დაუღალავათ და უშეცდომოდ შრომობენ არა ერთი, ორი და სამი, არამედ მეტი წელიც კი? Engadget-ის რედაქციაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს: მოიძიეს მხცოვანი Power Mac G4 (AGP Graphics) 1999 წლის გამოშვება, რომელზეც გადაწყდა Mac OS X Leopard-ის დაყენება.

    სინამდვილეში ტესტური კონფიგურაცია განხვავდებოდა ორიგინალისაგან – „მშობლიური“ ჩიპი G4 400 მჰც შეცვლილიყო განახლების სპეციალური ბარათით, უფრო მძლავრი G4 1,0 გჰც პროცესორით, რაც ნახევარ გიგაბაიტ მეხსიერებასთან ერთად საშუალებას აძლევდა ბაბუა პაუერმაკს ჩამჯდარიყო ლეოპარდის სისტემურ მოთხოვნებში – პროცესორის სიხშირე არანაკლებ 867 მჰც და მინიმუმ 512 მბაიტი მეხსიერება.

    პრობლემები წარმოიშვა უშაულოდ ინსტალაციის დაწყებისას – ჩატვირთვის შემდეგ ლეოპარდის ინსტალატორმა ვერ შეძლო ეკრანის გარჩევადობის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, რასაც, რპინციპში ხელი არ შეუშლია ინსტალაციაში. ინსტალაციის ძლიერ შემოკლებული პროცესი (მინუს ლოკაიზაციის ფაილები, მინუს დამატებითი შრიფტები, მინუს პრინტერის დრაივერები, მინუს X11) სულ ოციოდე წუთს გაგრძელდა… და აი, შედეგი. საკმაოდ კარგი რამ გამოვიდა:

    ინსტალაციის შემდგომმა ექსპერიმენტებმა საბოლოოდ შესაძლებლობა მოგვცა გვეპასუხა საჭირბოროტო საკითხზე „მოერევა თუ არა ATI Rage Pro 128 OS X Leopard?-ის გრაფიკულ მოთხოვნილებებს?“. პასუხი ორმაგია: ჰოც და არაც. ამუშავდა Space, Expose, სტეკები, Quick Look, YouTube-ვიდეო და Cover Flow-ც კი, რომელიც ჯერ ღრმად დაფიქრდა, მაგრამ მერე საკმაოდ ნორმალურად დაიწყო ჩვენება. იმედგაცრუებათა სიაში მოხვდნენ Time Machine (კოსმოსური ინტერფეისის გაშვებამ ბებერ მაკში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია), DVD Player, მისი ალტერნატივა VLC 0.8.6c სახით (მაგარი მუხრუჭები და ბლომად გამოტოვებული კადრები) და Front Row (იმიტომ რომ საოცრებები არ ხდება – პროგრამა გაეშვა და დაუყოვნებლივ შეიცვალა შავი ეკრანით).

    დასკვნები? თუ შევეცდებით მთელი განსჯა ჩავტიოთ ერთ წინადადებაში, ის ასე გაიჟღერებს: დააყენეთ ძველ პაუერმაკზე OS X Leopard-ი და მიეცით იგი შვილს – ბოლო-ბოლო, მშობელთა კონტროლის ფუნქციები („Parental Controls“) უბრალოდ არა არის დამატებული. საუკეთესო გამოყენებას ანტიკვარული რკინეულობის და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის ამ უცნაურ ჰიბრიდს მაინც ვერ მოუძებნით.

    P.S. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ჩემი ბებრუხანა PowerBook-ი მშვენივრად ამუშავებს ლეოს!

  • Mac OS X 10.6-ს არ ექნება PowerPC-ის მხარდაჭერა

    Mac OS X 10.5 Leopard-ის ფინალური ვერსიის გამოსვლამდე რამოდენიმე კვირით ადრე Apple-მა გადახედა იმ კომპიუტერების სისტემურ მოთხოვნებს, რომლებზეც იმუშავებს ახალი ოპერაციული სისტემა.

    Apple-ს ოფიციალურად არ განუცხადებია Leopard-ის სისტემური მოთხოვნები, თუმცა ტესტური ანაწყობების თანმხლებ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ ახალი ოს-ი იმუშავებს Mac-ზე Intel ან PowerPC G4 800 МГц პროცესორებზე ან უფრო ახლებზე. ახლა, Apple Insider ვებ-საიტის წყარობზე დაყრდნობით, Apple-მა ამოშალა მხარდაჭერილი კომპიუტერების სიიდან ისინი, რომლებზეც დაყენებულია PowerPC G4 800 МГц – 800MHz PowerBook G4 (Titanium), 800MHz PowerMac G4 (Quicksilver), 800MHz iMac G4, 800MHz iBook G4 და 800MHz eMac, ვინაიდან მათზე Leopard ძალზედ ნელა მუშაობს.

    ანონიმურმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ შემდეგ ვერსიაში, Mac OS X 10.6 – PowerPC პროცესორების მხარდაჭერა საერთოდ არც იგეგმება.

    წყარო: AppleInsider