კომპანიამ REAL Software-მა Macworld 2008-ზე წარმოადგინა თავისი კროსპლათფორმული პაკეტის ახალი ვერსია REALbasic 2008-ი.
REALbasic-ში გამოიყენება ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების ენა, კროსპლათფორმული ობიექტური სტრუქტურა და კომპილატორი, რომელიც ქმნის შესრულებად ფაილს საჭირო ოპერაციული სისტემისათვის.
კომპანიის განცხადებით, REALbasic 2008 Release 1, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თებერვლიდან, მიიღებს 40-ზე მეტ განახლებას, აგრეთვე 2 ახალ ხელსაწყოს.
REALbasic-ის ფასი გახლავთ $100.
წყარო: REAL Software